Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ისინი ამაზე წავიდნენ

მარშალ პრესი 30/04/2026
kircxalia

რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ამაზე ისინი წავიდნენ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში დღევანდელი ინტერპელაციის პროცესის შეფასებისას.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს კიდევ ერთხელ ჰქონდა საშუალება, რომ საზოგადოებისთვის უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან დეტალურად განემარტა და ყველა აქტუალურ კითხვაზე პასუხები გაეცა, მაგრამ რაც მათ მოისმინეს პარტია „საქართველოს“ მხრიდან, იყო ამორალური.

„რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ამაზე ისინი წავიდნენ და ამაზე ხელი მოაწერეს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ დონის სპეკულაცია არ უკადრია „ნაცმოძრაობის“ აგენტურულ ქსელსაც კი.

გულწრფელად გეტყვით, ის ქალბატონი, რომელიც ტრიბუნასთან იდგა – დარწმუნებული ვარ, ის ტექსტი მას დაუწერეს, ადამიანურად შემეცოდა, იმხელა სიბინძურე წააკითხა მართლაც ამ უსამშობლოთა გაერთიანებამ“, – აღნიშნა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს პოლიტიკურ საქმიანობაში მამუკა მდინარაძის უფრო აქტიურად ჩართვა, მათი ქილიკის მცდელობები, მათივე წუხილზე მეტყველებს
Next: ზვიად ავალიანი: არ მესმის რა განსხვავებაა მაია სანდუსა და პუტინის ფილოსოფიას შორის – სანდუ ამბობს, რომ მოლდოვა იგივე რუმინეთია და მას უნდა შეუერთდეს და განა რუსები რამეს სხვას ამბობენ უკრაინასთან მიმართებით?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.