Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ თურქეთი წევრად მიიღონ, მაშინაც კი, თუ პირობებს დააკმაყოფილებს. ნიკოლა სარკოზიმ ეს პოლიტიკური ნება 2007 წელს გააუქმა

მარშალ პრესი 29/04/2026
hakan fidani

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება, თურქეთი მათ წევრად მიიღონ.

„ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია ისეთი მოთხოვნა, რომ წევრობის პირობები არ შესრულებულიყო და ამის გარეშე გავწევრიანებულიყავით. რა თქმა უნდა, თუ სადმე გაწევრიანებას აპირებ, ამას თავისი პირობები აქვს. ეს პირობები წინასწარ არის განსაზღვრული და მათი შესრულების შემთხვევაში მიზანს მიაღწევ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირში არ არსებობს იმის პოლიტიკური ნება, თქვან, რომ თუ თურქეთი პირობებს დააკმაყოფილებს, ჩვენ მას წევრად მივიღებთ.

სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ნება 2007 წელს ბატონმა ნიკოლა სარკოზიმ გააუქმა. ევროპული პოლიტიკური ნება, რომელიც მანამდე გერჰარდ შრიოდერსა და ჟაკ შირაკს ჰქონდათ გამოხატული, ნიკოლა სარკოზის მოსვლასთან ერთად გაუქმდა.

იმისთვის, რომ ჩვენ შეფასების ეტაპზე გადავიდეთ, საჭიროა ევროკავშირში პოლიტიკური ნების დეკლარირება”, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: უწმინდესის დანატოვარს, მის ანდერძს, მემკვიდრეობას წმინდა სინოდის უდიდესი ნაწილი პატივს სცემს და აპირებს, მის მემკვიდრეობაზე ააგოს ჩვენი ეკლესიის ხვალინდელი დღე
Next: სააკაშვილის ფეისბუქ მოწოდებები ფედერალისტებს ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორედან რომ გაუვიდეთ – თავისი პარტიითაა ფრუსტრირებული, იმათ ელაპარაკება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.