ვაშიგტონში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობაზე, მის შთამბეჭდავ შედეგებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„მსოფლიო ბანკის მიერ პროექტის შედეგები მაღალ დონეზეა შეფასებული და იგეგმება საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების, როგორც წარმატებული მოდელის გაზიარება სხვა ქვეყნებისათვის“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
თამარ ზოდელავა ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიწისა და უძრავი ქონების ყოველწლიურ კვლევით კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კვლევით ნაშრომს წარადგენს, რომელმაც წარმატებით გაიარა კონფერენციის მაღალკონკურენტული შერჩევის პროცესი და საორგანიზაციო კომიტეტის მაღალი შეფასება მოიპოვა. დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთანაც.
