გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მერებთან და სხვადასხვა უწყებასთან მჭიდრო კოორდინაციით მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს რეგიონის განვითარებისთვისა და მუნიციპალური სერვისების გამართულად ფუნქციონირებისთვის.
