Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევროდირექტივებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებითაა გაწერილი და თუ ვინმე არღვევს ასოცირების შეთანხმებას, ესაა ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია

მარშალ პრესი 28/04/2026
eka sepashvili1

საქართველოს მიმართ ევროკავშირის მაღალი თანამდებობების პირების მიერ გაჟღერებული მუქარების შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარალამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, მუქარები სხვა არაფერია, თუ არა გარე ძალების სურვილი მოაქციონ საქართველოს მათი გავლენის ზონაში. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობა განსაკუთრებით გამოიკვეთა ამ დღეებში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ გაჟღერებულ განცხადებებში, რომელშიც ის საქართველოს ბნელი 90-იანებით დაემუქრა, თუ ქვეყანა არ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს.

„მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლშია გახვეული, ძალთა ახალი ალიანსი არ ჩანს და რესურსები ჯერ კიდევ გადაუნაწილებელია მთელი პლანეტის მასშტაბით. ამ პირობებში ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის ელჩის, ჰერჩინსკის მუქარას საქართველოს წინააღმდეგ. რაზე მიუთითებს ეს მუქარა და ვისგან მოდის ის? ეს მუქარა იმ ძალების დავალებით ხორციელდება, ვისაც საქართველოსთვის კარგი არაფერი უნდათ. მათ დიდ გლობალურ საჭადრაკო დაფაზე საქართველო მხოლოდ პაიკია და ისიც შესაწირად გამზადებული პაიკი სხვა, უფრო სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. ამ პირობებში ჩვენ ვისმენთ მუქარას, რომ საქართველო თუ არ შეასრულებს მოთხოვნებს, დაუბრუნდება ბნელ 1990-იან წლებს. რას ნიშნავს ეს მუქარა? ეს მუქარა, ჩემი აზრით, ნიშნავს იმას, რომ ეს გლობალური ძალები სასოწარკვეთაში არიან იმის გამო, რომ საქართველოში ხუთი რევოლუციის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხეს ხელისუფლების შეცვლა. ვერ მოახერხეს პირდაპირი უცხოური ჩარევების წყალობით საქართველოს მოსახლეობა ეიძულებინათ მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაზე იმ მარიონეტული ხელისუფლების მოსაყვანად, რომელიც მათთვის იქნებოდა ხელსაყრელი და რომელიც დღეს თუ ხვალ, საქართველოს გარდაუვლად ჩართავდა ომში, ან ისეთ საქმიანობაში, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს არ მოემსახურებოდა და პირდაპირ მიგვიყვანდა სწორედ იმ ბნელ ოთხმოცდაათიანებამდე, რომლითაც დღეს ჩვენ ჰერჩინსკი გვაშინებს. სინამდვილეში კი რა ხდება – რომ გადავხედოთ ევროკავშირის ბოლო, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული პერიოდის მოთხოვნებს, რაც მათ ოფიციალურ დოკუმენტებში ფიქსირდება, ძირითადად მუსირებს 2 მოთხოვნა.

პირველი არის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება – ანუ, ჩვენ შავ ფულს ვატრიალებთ ისე, რომ თქვენ ამის შესახებ არაფერი იცოდეთო. ამ საკითხში ისე შორს წავიდნენ, რომ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, უმაღლესი ტრიბუნიდან, დაუფარავად ამბობს, რომ მოძებნიან შავ ხვრელებს ამ კანონში, რათა ისე დააფინანსონ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები (არა ყველა, მხოლოდ ისინი, რომელებიც მათ დაკვეთას ასრულებენ), რომ მათ საქართველოს კანონმდებლობასთან პრობლემები არ შეექმნათ. მეორე, ესაა ოჯახური ღირებულებების კანონი, რაც პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ ევრობიუროკრატებს უნდათ, აწარმოონ თავიანთი პროპაგანდა, რომელიც ერის სულიერ, ღირებულებით და ფასეულობრივ დეგრადაციას იწვევს. ეს პროპაგანდა შენიღბულია ლიბერალიზმის ჩარჩოებითა და მის საფარველში.

თავისთავად, ლიბერალიზმში ცუდი არაფერია, მაგრამ ის ლიბერალიზმი, რომელსაც დღევანდელი ევრობიუროკრატია და ევოპული ქვეყნები ქადაგებენ, რეალურად ლიბერალური ფაშიზმია და არა ლიბერალიზმი. სწორედ ამას აღუდგა წინ ქართველი ხალხი და, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანომ მიიღო ის კანონები, რომლებიც დღემდე, როგორც ჩანს (და ეს ფაქტებითაც დასტურდება), საიმედოდ იცავს ჩვენს მომავალს – იმ ეკონომიკურ ზრდას, იმ სიმშვიდესა და სტაბილურობას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. ჰერჩინსკი კი გვეუბნება, რომ თურმე, ჩვენ შეგვწყვეტია ევროკავშირთან დაახლოების პროცესი. სინამდვილეში რა ხდება?! ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევროდირექტივებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებითაა გაწერილი და თუ ვინმე არღვევს ასოცირების შეთანხმებას, ესაა ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია, რომელიც არ ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებაში მითითებულ იმ ვალდებულებას, რომელიც მდგომარეობს ევროკავშირის მხარესთან დიალოგში. სწორედ რომ დიალოგი შეწყვიტა ევროკავშირმა. სხვა არაფერი ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით არ შეწყვეტილა. ისმის კითხვა: რატომ შეწყვიტა? იმიტომ ხომ არა, რომ არ უნდათ იმ არგუმენტების და ფაქტების მოსმენა, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ ანგარიშებში, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ათეულზე მეტ ქვეყანას ისეთი პატამეტრებით, როგორიცაა პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: არჩილ ბერიძე: რაც „ევრობიუროკრატებისთვის“ მისაღებია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენთან აღნიშნული პრობლემად ცხადდება. ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც თითქოსდა მოქმედებს „ევრობიუროკრატია“
Next: არჩილ ბერიძე: რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ქვეყნის სტაბილურობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.