Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: რაც „ევრობიუროკრატებისთვის“ მისაღებია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენთან აღნიშნული პრობლემად ცხადდება. ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც თითქოსდა მოქმედებს „ევრობიუროკრატია“

მარშალ პრესი 28/04/2026
archil beridze

ჩვენი საზოგადოება, წლებია აკვირდება პროცესს, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს, შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და მცდელობას, ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ გავლენის ქსელი, რომელსაც საკუთარი საჭიროებისამებრ იყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ბერიძის განცხადებით, ერთი და იგივე ქმედება გარე ძალების მხრიდან სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ითვლება ნორმად, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს აქ რადიკალურად იცვლება მათი დამოკიდებულება და ვლინდება ორმაგი სტანდარტი.

„თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ორმაგ სტანდარტზე, რომელიც უკვე წლებია, გარე ძალების მხრიდან თან სდევს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არსებულ დამოკიდებულებას.
ერთი და იგივე ქმედება, ერთი და იგივე პროცესი, ერთი და იგივე პოლიტიკური ნაბიჯი, როცა ეს არ ეხება საქართველოს, გარე ძალების მიერ ნორმად ითვლება.
მაგრამ როდესაც საუბარია საქართველოზე, ზუსტად იდენტური საკითხი, ხდება ყოველმხრივი კრიტიკის, ზეწოლისა და ხშირ შემთხვევაში ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი და დაუფარავი ჩარევის საფუძველი,“- განაცხადა ბერიძემ.

არჩილ ბერიძემ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე წარმოაჩინა „ევრობიუროკრატთა“ უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორმაგი სტანდარტის არსებობას.

„განსაკუთრებით თვალშისაცემია „ევრობიუროკრატიის“ დამოკიდებულება, რომელიც საკუთარ სივრცეში ერთ რეალობას ამართლებს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში — სრულიად სხვა კრიტერიუმებით მოქმედებს.

რაც მათთვის მისაღებია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენთან აღნიშნული პრობლემად ცხადდება.

ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც თითქოსდა მოქმედებს „ევრობიუროკრატია“.
მაგალითებიც მრავლადაა: სხვა ქვეყნების კვალდაკვალ, ჩეხეთი მუშაობს უცხოური აგენტების შესახებ კანონზე; ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ღვინის მწარმოებლები არ არიან, რეკორდს ამყარებენ რუსეთში ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებით, მაშინ როდესაც საქართველოს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, საჯაროდ გაცხადებული მკაცრი და სასანქციო პოლიტიკის მიუხედავად აქტიურად აგრძელებს, მჭიდრო ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ამ ქვეყნების უმეტესობა კი საქართველოს საკუთარ ინტერესებზე უარის თქმისა და საკუთარი ხელით ეკონომიკის ჩამონგრევისკენ მოუწოდებს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან არაპირდაპირი გზებით რუსეთის ენერგო რესურსების მიღების აურაცხელი ფაქტები, იმის ფონზე, როდესაც სხვა ქვეყნებს ერთი ბარელის შეძენის შემთხვევაშიც კი „სისხლიანი სამხედრო მანქანის“ დაფინანსებაში ადანაშაულებენ. ასევე, ნიშანდობლივია ბრიტანეთის პრემიერის სიტყვები, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ვციტირებ: „ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში თავს არ ჩავათრევინებთ“. ჩამოთვლილის მსგავსად, კიდევ მრავალი მაგალითი აჩვენებს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში, დღეს არსებული მოცემულობის გათვალისწინებით დეკლარაციებსა და რეალურ ქმედებებს შორის ხშირად მნიშვნელოვანი სხვაობაა“,- განაცხადა არჩილ ბერიძემ.

Post navigation

Previous: რიმა ბერაძე: ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე, ჩვენს გუნდს გაუჭირდებოდა იმ ზეწოლისა და შანტაჟის გაძლება, რაც ამ 4 წლის განმავლობაში გვქონდა – ქვეყნის დაზიანების ყველა გეგმა ისევე ჩავარდება, როგორც რევოლუციის ხუთი მცდელობა
Next: ეკა სეფაშვილი: ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ ევროდირექტივებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებითაა გაწერილი და თუ ვინმე არღვევს ასოცირების შეთანხმებას, ესაა ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.