Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მარიამ გრიგოლიშვილი: სამცხე-ჯავახეთში გამართული შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის

მარშალ პრესი 26/04/2026
mariam grigolishvili1

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს ბორჯომში ჩატარდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და მმართველთა საბჭოს წევრები შეხვდნენ, მათ შორის იყო ბორდის წევრი, მარიამ გრიგოლიშვილიც. გრიგოლიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები წარმოადგენს საწყისს იმისა, რომ შეხვედრებზე გაჟღერებული იდეები და გამოწვევები სამუშაო რეჟიმში გადავა. „სამცხე-ჯავახეთში გამართული შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის. შეხვედრაზე გაჟღერდა ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხები.

მათ შორის, გამოიკვეთა განათლების რეფორმაზე ძალიან ბევრი შეკითხვა. გაჟღერდა მათი საჭიროებები და ასევე დრო დაეთმო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებს და სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. ეს არ გახლავთ ერთჯერადი შეხვედრა, არამედ ეს არის საწყისი იმისა, რომ ამ შეხვედრაზე გაჟღერებული იდეები და გამოწვევები სამუშაო რეჟიმში გადავა“, – განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

Post navigation

Previous: მნიშვნელოვანია, შევძლოთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალ თაობას, რომლის მიმართაც გარედან განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს
Next: თეკლა თიკანაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების განსხვავებული იდეები და ხედვები იქცეს არა დაპირისპირების საფუძვლად, არამედ დიალოგის ფორმატი მივცეთ ამ ყველაფერს და ჩვენი კონფერენციებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.