Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მნიშვნელოვანია, შევძლოთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალ თაობას, რომლის მიმართაც გარედან განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს

მარშალ პრესი 26/04/2026
archil gorduladze

მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის გეგმები, რაც ზოგადად აქვს სახელმწიფოს ახალგაზრდობის მიმართ, თითოეულ ადამიანამდე იყოს მიტანილი, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ახალგაზრდებთან ერთად არსებული რეალობის გათვალისწინებით პრაგმატული ნაბიჯები უნდა გადადგას.

„მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ და სამთავრობო გუნდმა შევძლოთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალ თაობას, რომლის მიმართაც განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს გარედან. ჩვენ კი იმისთვის ვართ, რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ და ამ რეალობიდან გამომდინარე პრაგმატული ნაბიჯები გადავდგათ ისევ და ისევ ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ის გეგმები, რაც ზოგადად აქვს სახელმწიფოს ახალგაზრდობის მიმართ, თითოეულ ადამიანამდე იყოს მიტანილი“, – განაცხადა გორდულაძემ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ანაკლია ხდება „შუა დერეფნის“ (ჩინეთი–კასპია–კავკასია–ევროპა) საყრდენი წერტილი, რომელიც უკვე დღეს ითვალისწინებს ტვირთბრუნვის 20–35%-იან წლიურ ზრდას
Next: მარიამ გრიგოლიშვილი: სამცხე-ჯავახეთში გამართული შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.