Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი ნოდარ მელაძეს: დადე, ნოდარ, ბიჭო, ივანიშვილის ფონდსა და რომელიმე კომპანიას შორის გაფორმებული ერთი სასესხო ხელშეკრულება – ვერა, ჰო? ვერ დადებ იმას, რაც არ არსებობს. ტექნოლოგია ძველია – მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე

მარშალ პრესი 25/04/2026
lasha gegechkori

ნოდარ მელაძის დღევანდელი შაბათის ანონსი ვნახე. ფსკერი ჩახვრიტა, თემა აქვს, რომ თურმე “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ.” ტექნოლოგია ძველია – მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე, – წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი, „ტვ პირველის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებაზე.

ლაშა გეგეჭკორის განცხადებით, ნოდარ მელაძისგან მსგავსი ბრალდება საზოგადოებას მრავალჯერ მოუსმენია, მაგრამ ბრალდების დამადასტურებელი მასალები არავის უნახავს.

გეგეჭკორი მოუწოდებს ნოდარ მელაძეს დადოს შესაბამისი მტკიცებულებები, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მას მსგავსი არაფერი აქვს.

„“ორშაბათი შაბათია, სამშაბათიც შაბათია, ოთხშაბათიც შაბათია…”

ნოდარ მელაძის დღევანდელი შაბათის ანონსი ვნახე. ფსკერი ჩახვრიტა, თემა აქვს, რომ თურმე “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ.”
ტექნოლოგია ძველია – მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე.

ასეთ ნოდარებს ავიწყდებათ რომ ზოგადად, სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში ბრალდების მტკიცებულება ბრალდების მხარესაა.
ანუ მე კი არ უნდა ვიმართლო თავი და ვამტკიცო ჩემი უდანაშაულობა, შენ – ბრალმდებელმა უნდა დაამტკიცო ჩემი ბრალი ამა თუ იმ დანაშაულში.
ბევრჯერ მოგვისმენია ნოდარასგან: ჩვენ მოვიპოვეთ სუს-ის დახურული ფაილები, ჩვენ მოვიპოვეთ გამოძიების მასალები. ოღონდ ეს ფაილები და მასალები არ გვინახავს. ჩვენ კი არა – არც ნოდარას არ უნახავს.

დადე, ნოდარ, ბიჭო, ივანიშვილის ფონდსა და რომელიმე კომპანიას შორის გაფორმებული ერთი სასესხო ხელშეკრულება და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ბ ა ტ ო ნ ნოდარს დაგიძახებ.
ვერა, ჰო? აქ მართალი ხარ, ვერ დადებ იმას, რაც არ არსებობს.

ამიტომ არის შენს ჟურნალისტურ ცხოვრებაში “ყოველი დღე შაბათი…” გმადლობთ ყურადღებისთვის,“- წერს ლაშა გეგეჭკორი.

Post navigation

Previous: სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან
Next: ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაარჩინა ათასობით ადამიანი. სადღაც ფსკერზე კი დგას მამუკა ხაზარაძე, რომელსაც სასამართლომ თაღლითის სტატუსი დაუდგინა. ახლა, თავისივე ჯიბის ტელევიზიის ხელით ცდილობს, ჩირქი მოსცხოს ისტორიულ ქველმოქმედებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.