Skip to content
25/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან

მარშალ პრესი 25/04/2026
05

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმდინარე წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვა სრულდება.

ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. წირვაში საქართველოს ეკლესიის 36 მღვდელმთავარი მონაწილეობს.

ლიტურგიის შემდეგ მეუფე შიო მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ეჭვქვეშ დაყენება წარმოადგენს არა უბრალოდ უსინდისო კრიტიკას, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ და მიკერძოებულ ქმედებას, რომლის უბადრუკი აღმსრულებელი ოპოზიციის და მათი ჟურნალისტების მანტიაში გამოხვეული „უსამშობლო აგენტურაა“
Next: ლაშა გეგეჭკორი ნოდარ მელაძეს: დადე, ნოდარ, ბიჭო, ივანიშვილის ფონდსა და რომელიმე კომპანიას შორის გაფორმებული ერთი სასესხო ხელშეკრულება – ვერა, ჰო? ვერ დადებ იმას, რაც არ არსებობს. ტექნოლოგია ძველია – მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.