Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მსჯავრდებულ ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი პენიტენციური კოდექსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანების შესაბამისად განესაზღვრა

მარშალ პრესი 24/04/2026
penitenciuri

მსჯავრდებულ ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი პენიტენციური კოდექსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანების შესაბამისად განესაზღვრა.”– განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

“საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში.

გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი პერიოდის სამარტოო საკანში მოხდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულისთვის საშიშროების ინდივიდუალური რისკი განისაზღვრა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მსჯავრდებულს (მის წარმომადგენელს) შეუძლია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.”– ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Post navigation

Previous: ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის – სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს
Next: გიორგი ცუცქირიძე: ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას – ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას ევროკავშირთან მიმართებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.