Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის – სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს

მარშალ პრესი 24/04/2026
jaba xubua

ბოლო დღეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ პოლიტიკურ სეირს, თუ როგორ ცდილობს კოლექტიური ნაცბანდის ერთი ნაწილი სააკაშვილისაგან დისტანცირებას და როგორ გააფთრებით ლამობს ნარცისიზმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი პატიმარი სააკაშვილი, შეეწინააღმდეგოს მისი პერსონის იგნორირების მცდელობას წვრილფეხა ნაცების მხრიდან, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

ხუბუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი პოლიტიკური არსება ყოველთვის იდგა და დგას მიხეილ სააკაშვილზე, შესაბამისად ის მართალია, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ იგნორირების მცდელობას ეწინააღმდეგება.

ხუბუა „მეძავობას და ჩათლახობას“ უწოდებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ სააკაშვილის იგნორირებით პოლიტიკაში დაბრუნების სურვილს.

„ბოლო დღეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ პოლიტიკურ სეირს, თუ როგორ ცდილობს კოლექტიური ნაცბანდის ერთი ნაწილი სააკაშვილისაგან დისტანცირებას და როგორ გააფთრებით ლამობს ნარცისიზმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი პატიმარი სააკაშვილი, შეეწინააღმდეგოს მისი პერსონის იგნორირების მცდელობას წვრილფეხა ნაცების მხრიდან. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სააკაშვილი მართალია, რადგან ნაცბანდის მთელი პოლიტიკური არსებობა, მთელი მისი ბოროტება და მავნებლობა, მთელი მისი ანტიეროვნულობა და ანტიადამიანურობა ყოველთვის იდგა და დღემდე დგას მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკურ დემიურგზე. წრეგადასულ ძალადობას, ტერორს, ქუჩებში ახალგაზრდების ხოცვას, ციხეებში პატიმრების წამებასა და გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, სიტყვის თავისუფლების ჩახშობას, მართლმსაჯულების სისტემის გაბახებას, ტერიტორიების დაკარგვასა და ყველა სხვა უბედურებას, რაც ნაცბანდის სახელს უკავშირდება, რეალურად, ერთი კაცის – სააკაშვილის სახელი ჰქვია, სხვა დანარჩენები კი მხოლოდ ბოროტების აღსასრულებლად საჭირო ინსტრუმენტები იყვნენ.

სინამდვილეში, გვარამიაც, ბოკერიაც, მერაბიშვილიც, ადეიშვილიც, ახალაიებიც, ვაშაძეებიც, ბოკუჩავებიც, ხოშტარიებიც, მეგის ქარდავებიც, კოხტა კოდუებიც და ის ყავარჯნიანი ჯალათებიც, მაგიდაზე დაბმულ ქართველ კაცებს რომ აუპატიურებდნენ, წარმოადგენენ ერთადერთი კაცის – სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასებს. შესაბამისად, როცა ჯალათების ბანდას – კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნება სურს, მაგრამ ამის გაკეთებას უმთავრესი ჯალათის – სააკაშვილის იგნორირებითა და ,,პონტიდან მოტეხვით” ცდილობს, ეს უსამართლობაა, ხოლო სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ეს არის მეძავობა და ჩათლახობა.

ნაცებო, ნუ ექცევით თქვენს ბელადს მეძავურად და ჩათლახურად! არ დაგავიწყდეთ, რომ მიშა ხართ და მიშად მიიქცევით!“- წერს ხუბუა X-ზე.

Post navigation

Previous: ცესკო ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს
Next: მსჯავრდებულ ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი პენიტენციური კოდექსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანების შესაბამისად განესაზღვრა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.