Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პაპუაშვილი: საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი: უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა და არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები

მარშალ პრესი 23/04/2026
shalva papuashvili

საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში.

ის ეხმიანება ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებას და აღნიშნავს, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის აუცილებელია, ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები და გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები

“უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა,

უნდა შეწყდეს არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები,

უნდა გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები.

ურთიერთობა, რომელიც არ ეფუძნება პატივისცემას, ვერ იქნება პარტნიორობა.
რეალური პარტნიორობა იწყება მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთს აღიქვამენ თანასწორებად

ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს. საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. ნამესტნიკების და მეორე მდივნების დრო ქართველმა ხალხმა “ბნელ წარსულს” ჩააბარა.” – წერს შალვა პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: ხალხი ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე, პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში და კიდევ ერთხელ ვიხილავთ რამდენიმე დღეში, 17 მაისს – ერთიანს, მტკიცეს, საკუთარ რწმენასა და იდენტობაზე დამყარებულს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.