Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხალხი ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე, პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში და კიდევ ერთხელ ვიხილავთ რამდენიმე დღეში, 17 მაისს – ერთიანს, მტკიცეს, საკუთარ რწმენასა და იდენტობაზე დამყარებულს

მარშალ პრესი 23/04/2026
shalva papuashvili

ქართველი ხალხის ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და არ თმობს საკუთარ გზას, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “ხალხი, როგორც ერთობა სწორედ ასეთი მოვლენებით იზომება და არა ვინმეს გემოვნებით. საყოველთაო დღეები გამოხატავენ ხალხს.”

შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ვიხილეთ 2024 წლის არჩევნებზე, პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში და ასევე, ვნახავთ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეზე.

“ხალხი ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე. ხალხი ვნახეთ პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში. და ხალხს კიდევ ერთხელ ვიხილავთ რამდენიმე დღეში, 17 მაისს – ერთიანს, მტკიცეს, საკუთარ რწმენასა და იდენტობაზე დამყარებულს.

ამ ფონზე, ბატონი ელჩის მხრიდან „ხალხზე“ საუბარი არა მხოლოდ არაკორექტულია, ის პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია.

ყველაზე დიდი ცინიზმი კი ისაა, რომ ეს ბრალდებები ისმის იმ გარემოდან, სადაც ძალადობის რომანტიზებულია, მისი ორგანიზატორები კი ჰეროიზებული,” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სიცრუითა და მზაკვრობით ცდილობენ გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული
Next: პაპუაშვილი: საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი: უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა და არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.