Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილი გიგა ლემონჯავაზე: მისი ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, სიცრუეს ავრცელებს

მარშალ პრესი 22/04/2026
mikheil saakashvili

გიგა ლემონჯავამ (დროადან), რომლის ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, გუშინ თქვა, რომ მე ერთპიროვნულ ლიდერად გამოვაცხადე თავი, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში. მან “დროას” წევრი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გიგა ლემონჯავას და ზოგიერთ სხვას აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ სააკაშვილი კვლავ ლიდერია. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს იმასაც, რომ ლემონჯავას კატეგორიის ხალხს პოლიტიკოსად არავინ აღიარებს.

“ეს რომ მტკნარი სიცრუეა, ძალიან ადვილი შესამოწმებელია ჩემი ყველა პოსტის და საჯარო განცხადების ნახვით. მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი – პრობლემა ის კი არაა, რომ მე თავს ლიდერად ვაცხადებ – ლიდერს ხალხი ასახელებს და ისტორია ადასტურებს, არამედ ის, რომ ლემონჯავა და ზოგიერთ სხვას მართლა მივაჩნივარ ლიდერად და ეს ფაქტი მათ სასტიკად აღიზიანებთ და ფიქრობენ – რა სულ მიშა, რით ვერ დადგა ჩვენი დრო? სინამდვილეში მიმაჩნია, რომ ალიანსს ყავს თავისი გამოკვეთილი ლიდერები, ნაცმოძრაობას ხომ მთელი თანავარსკვლავედი ( ძირითადად ციხეში). მაგრამ არსებობს ლემონჯავას კატეგორიის ხალხი, რომლებიც გაჭედილია იმიტომ, რომ თვითონ კი მიაჩნიათ თავი პოლიტიკოსად, მაგრამ მათ გარშემო არავინ აღიარებს ამას და ამ ამბავს საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებენ, ხოდა ისევ „არ დავუშვებთ მიშას ერთპიროვნულ ლიდერად გამოცხადებას!“ აწვებიან. ნუ, ჩემი აზრით ამას მალე დაემატება „მიშა გადადექი“-ც. გადავწყვიტე აწი არავის არცერთი ტყუილი არ შევარჩინო და იგივესკენ მოგიწოდებთ თქვენც. ენის მოჩლექის დრო ნამდვილად არ გვაქვს.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Post navigation

Previous: თავდაცვის ძალებში წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ იუბილე აღინიშნა
Next: „პატრიარქი ილია II“ – გამოფენა ეროვნულ არქივში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.