Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის ძალებში წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ იუბილე აღინიშნა

მარშალ პრესი 22/04/2026
0997

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის“ 10 წლის საიუბილეო ღონისძიება საერთო საჯარისო ცენტრში გაიმართა. ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცეს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და სარდლობის მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა მამუკა ქაფიანიძემ. სიტყვით გამოსვლისას მათ საბრძოლო მომზადებასა და წვრთნებსა თუ სწავლებებში მხარდამჭერი ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედროებს წარმატებული საქმიანობა უსურვეს.

ღონისძიების ფარგლებში დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის, ცენტრის პირადი შემადგენლობა ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა. წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებების ჩატარებას, წვრთნების მხარდაჭერას სიმულაციური საშუალებებით და აღჭურვილობით, პოლიგონებით, სასროლეთებით, საწვრთნელი ბაზებით და ტექნიკური საშუალებებით. ცენტრი ასევე,ორგანიზებას უწევს საბრძოლო მომზადებას და მის ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას. მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ მოიცავს საწვრთნელ ბაზებს: „ალგეთი“, „ნორიო“ და „ვაზიანი“.

 

Post navigation

Previous: თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
Next: სააკაშვილი გიგა ლემონჯავაზე: მისი ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, სიცრუეს ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.