Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ისევ აქტუალურია. მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ

მარშალ პრესი 22/04/2026
dimitri khundadze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, მედიასთან გამოეხმაურა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. მის თანახმად, უნგრეთმა ბავშვებისთვის ლგბტ პროპაგანდის წვდომაზე აკრძალვით დაარღვია ევროკავშირის წევრებისთვის დადგენილი საერთო წესი. ხუნდაძის აზრით, აღნიშნული ამტკიცებს, რომ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია:

„ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა, თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია, ისევ მოსთხოვოს უნგრეთს, რომ ლგბტ პროპაგანდა არათუ შეზღუდოს, არამედ გაააქტიუროს“ – განაცხადა დეპუტატმა.

ხუნდაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს უნდა იყოს სიგნალი საქართველოსთვისაც და იმ საკითხებში, რომლებიც ეროვნული ფასეულობების ნაწილია, კომპრომისი დაუშვებელია.

„როგორც ვხედავთ, ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ისევ აქტუალურია. უნგრეთის შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია. ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა, თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია, ისევ მოსთხოვოს უნგრეთს, რომ ლგბტ პროპაგანდა არათუ შეზღუდოს, არამედ გაააქტიუროს. ეს იქნება ჩვენთვის სიგნალი – მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ. საკითხები, რომლებიც ეროვნული ფასეულობების ნაწილია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აქ კომპრომისი ვერ იქნება“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა
Next: თამარ ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი და ხომ არ შევიწყალეთ ნაციონალური მოძრაობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.