Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია

მარშალ პრესი 22/04/2026
202

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. სურენ პაპიკიანს ქართველი კოლეგა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მინისტრებმა და დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც თავდაცვის სფეროში ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა სომხეთის მხარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მხრიდან სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ, მჭიდრო კავშირებსა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო და გამოწვევები წარმოადგენდა. საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

კოლეგებმა 2026 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს, რომელიც გასულ წლებთან შედარებით უფრო მრავლისმომცველია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ხსოვნას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სურენ პაპიკიანი წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს დაათვალიერებს.

Post navigation

Previous: საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი “დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო” ხორციელდება
Next: საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.