Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყანა ასე მარტივად დაისვენებს და სამშვიდობოს გავა – ბოროტ ძალას, რომელსაც საქართველოს დამორჩილება უნდა, არ აინტერესებს რომელი აგენტი იქნება ქვეყნის სათავეში, მათთვის მთავარია მოაშოროს ეროვნული ხელისუფლება

მარშალ პრესი 20/04/2026
zaza shatirishvili

რაც შეეხება კრიმინალი პოლიტიკოსების განეიტრალებას, პარტიების აკრძალვას და ღიად მოღალატე, მტერთან კოლაბორაციონისტი ფიგურების სამართლებრივ სასჯელს – ეს ნაბიჯი გლობალური ომის პარტიას მცირედითაც კი ვერ შეუშლის ხელს, – ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, „დიპ სტეიტს“ არ აინტერესებს თუ რომელი კონკრეტული აგენტი იქნება ქვეყნის სათავეში, მათ მთავარ მიზანს ქვეყნის ეროვნული ხელისუფლების მოშორება წარმოადგენს.

„ოლიგარქიული ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენს პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რაც საბოლოოდ რევოლუციით და კანონიერი ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულდეს, ხოლო ამ გზას რომელი მარიონეტის ხელით გაივლიან, მათთვის საერთოდ უმნიშვნელოა. სახელებსა და გვარებს „დიპ სტეიტისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს, ისევე როგორც უმნიშვნელოა მათთვის ადამიანი, პიროვნება. ისინი პასპორტით ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს განიხილავენ როგორც ინსტრუმენტს, მათი ამოცანების შესრულების. არ იქნება ერთი, იქნება მეორე, მესამე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ისე როგორც ჰაერს არ დაელევა მტვრის ნაწილაკი, ჩვენ ქვეყანასაც არ დაელევა მოღალატეთა ახალი ნაკადი.
სწორედ ამიტომ, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყანა ასე მარტივად დაისვენებს და სამშვიდობოს გავა – ბოროტ ძალას, რომელსაც საქართველოს დამონება, დამორჩილება და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება უნდა, არ აინტერესებს რომელი აგენტი იქნება ქვეყნის სათავეში – მათთვის მთავარია მოაშოროს ეროვნული ხელისუფლება და ქვეყანა წარსულში დააბრუნოს, ამ ღალატზე ხელისმომწერი ხალხი კი ქვეყანაში მუდმივად გამოჩნდება. აიკრძალება ნაციონალური მოძრაობა? შექმნიან ახალ პარტიას და ყველა რესურსს ახალი პარტიისკენ გადაისვრიან. გასამართლდება სააკაშვილი? პრობლემა არ არის – შექმნიან ახალ მორჩილ „ლიდერს“ და მასზე დახარჯავენ ქართველი ხალხის მოსატყუებელ რესურსს,“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

Post navigation

Previous: ზაზა შათირიშვილი: გაშიფრული გვაქვს „დიპ სტეიტის“ მოქმედების ფორმულა და ამიტომ, ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება – გაგრძელდება გარედან დაუნდობელი შემოტევა საქართველოზე
Next: ზაზა შათირიშვილი: მართალია და სწორია, რომ არსებული პოლიტიკური ნაგვისგან, გაშიფრული აგენტურისგან უნდა სრულად გაიწმინდოს პოლიტიკური ველი, მაგრამ მეორე მხრივ ეს ქმნის საფრთხეს, რომ მოსუფთავებულ ლანდშაფტზე ოლიგარქიულმა ოჯახებმა ახალი მარიონეტი არ შემოაგდონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.