Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: გაშიფრული გვაქვს „დიპ სტეიტის“ მოქმედების ფორმულა და ამიტომ, ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება – გაგრძელდება გარედან დაუნდობელი შემოტევა საქართველოზე

მარშალ პრესი 20/04/2026
zaza shatirishvili4

ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია, რომ პასუხი აგებინოს დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ ხელისუფლების პირობებში, ხოლო შემდეგ ოპოზიციიდან არ ასვენებდა ამ ქვეყანას, ჰქონდა გადატრიალების არაერთი მცდელობა და ღიად, დაუფარავად ემსახურება „დიპ სტეიტის“ ინტერესებს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელად ფიქრობს, რომ ამ ბანდიტების განეიტრალებით ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს გამუდმებული ქაოსისგან, მაგრამ სამწუხაროდ, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ფუჭი იმედია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია, – წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათრიშვილი მორიგ წერილში.

მისი განცხადებით, დიპ სტეიტის“ მოქმედების ფორმულა გაშიფრულია და ამიტომ, ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება, ვინაიდან, მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების ხელით და როგორც საქართველო, ასევე მისი ხალხი ემსახურებოდეს ოლიგარქიული ოჯახების ინტერესს.

“ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმედის თვალით შეჰყურებს იმ პროცესებს, რომელიც დღეს სამართლებრივ სივრცეში მიმდინარეობს და რომელმაც, ლოგიკური თვალსაზრისით – კრიმინალური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და მოღალატე, აგენტურული პოლიტიკოსების მკაცრი სამართლებრივი სასჯელი უნდა განაპირობოს. ცხადია, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია, რომ პასუხი აგებინოს დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ ხელისუფლების პირობებში, ხოლო შემდეგ ოპოზიციიდან არ ასვენებდა ამ ქვეყანას, ჰქონდა გადატრიალების არაერთი მცდელობა და ღიად, დაუფარავად ემსახურება „დიპ სტეიტის“ ინტერესებს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელად ფიქრობს, რომ ამ ბანდიტების განეიტრალებით ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს გამუდმებული ქაოსისგან, მაგრამ სამწუხაროდ, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ფუჭი იმედია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია.

ზემოთ ვახსენე, რომ საბედნიეროდ გაშიფრული გვაქვს გლობალური ომის პარტიის, იგივე „დიპ სტეიტის“ მოქმედების ფორმულა და ამიტომ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება. არ იქნება ერთადერთი მიზეზის გამო – მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების, მათდამი დაქვემდებარებული პაიკების ხელით და როგორც საქართველო, ასევე მისი ხალხი ემსახურებოდეს ოლიგარქიული ოჯახების ინტერესს. საბედნიეროდ, მოქმედი პოლიტიკური გუნდი მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს, რაც განმსაზღვრელია მხოლოდ ერთი შინაარსის ხვალინდელი დღის – გაგრძელდება გარედან დაუნდობელი შემოტევა საქართველოზე.” – წერს ზაზა შათირიშვილი.

 

Post navigation

Previous: ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციის და ორბანის მოცილების შემდეგ ოლიგარქიული ოჯახები საქართველოზე შეტევას გაორმაგებული ენერგიით გააგრძელებენ – ზეწოლა ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებაზე კიდევ უფრო გაძლიერდება
Next: ზაზა შათირიშვილი: არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყანა ასე მარტივად დაისვენებს და სამშვიდობოს გავა – ბოროტ ძალას, რომელსაც საქართველოს დამორჩილება უნდა, არ აინტერესებს რომელი აგენტი იქნება ქვეყნის სათავეში, მათთვის მთავარია მოაშოროს ეროვნული ხელისუფლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.