Skip to content
07/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: აქციის მუხტის გასაზრდელად დიუშენის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა გამოყენება მიუღებელია! სახელმწიფო ვერ დაუშვებს ისეთი მედიკამენტის შემოტანასა და დაფინანსებას, რომლის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის და რომელიც ზოგ შემთხვევაში ფატალურ შედეგს იწვევს

მარშალ პრესი 20/04/2026
davit chikhelidze

აქციის მუხტის გასაზრდელად დიუშენის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა გამოყენება მიუღებელია! აღნიშნული დაავადების მკურნალობის და პრევენციის პროცესში აუცილებელია გავითვალისწინოთ საერთაშორისო პრაქტიკა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები. სახელმწიფო დიუშენის სინდრომის მქონე ადამიანებს „საცდელ კურდღლებად“ ვერ გამოიყენებს,- წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის განცხადებით, სახელმწიფოს მთავარი როლი ისაა, რომ გაუფრთხილდეს საკუთარ მოსახლეობას და დაიცვას მათი ჯანმრთელობა. სახელმწიფო პაციენტების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დააყენებს და არ შემოიტანს იმ მედიკამენტს, რომლის უსაფრთხოებაც საკმარისად დადასტურებული არ არის.

„აქციის მუხტის გასაზრდელად დიუშენის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა გამოყენება მიუღებელია! აღნიშნული დაავადების მკურნალობის და პრევენციის პროცესში აუცილებელია გავითვალისწინოთ საერთაშორისო პრაქტიკა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები. სახელმწიფო დიუშენის სინდრომის მქონე ადამიანებს „საცდელ კურდღლებად“ ვერ გამოიყენებს.
სახელმწიფო ვერ დაუშვებს ისეთი მედიკამენტის შემოტანასა და დაფინანსებას, რომლის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის და რომელიც ზოგ შემთხვევაში ფატალურ შედეგს, ხოლო რიგ შემთხვევაში, სერიოზულ გართულებებს იწვევს.

სამწუხაროდ, დღეს დიუშენის სინდრომის სრული განკურნების მედიკამენტი არ არსებობს. ეს არის რეალობა. სახელმწიფო ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ არ დააყენებს და არ შემოიტანს მედიკამენტს რომლის უსაფრთხოება საკმარისად დადასტურებული არ არის. სახელმწიფო იცავს საკუთარ მოქალაქეს და მის ჯანმრთელობას!
მსოფლიომ უკვე გაიარა ეს გზა, მაგრამ სასურველი შედეგი ჯერჯერობით არ მიღწეულა. მესმის მშობლების პროტესტი და მათი ტკივილი, თუმცა ისინი, სამწუხაროდ, ისინი მედიკამენტების ეფექტურობის შეფასებისას არა ფაქტებს, არამედ აღქმებს და იმედს ეფუძნებიან. თუ სახელმწიფოს მიერ ნაყიდი მედიკამენტის მიღების შემდეგ ადამიანი ან ადამიანები გარდაიცვლებიან, ვისი პასუხისმგებლობა იქნება?

დღეს მსოფლიოში არსებულ მედიკამენტებს აქვთ სერიოზული შეზღუდვები და გვერდითი ეფექტები. განკურნება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მეცნიერები და ფარმაცევტული კომპანიები აქტიურად მუშაობენ ახალ, უფრო უსაფრთხო და ეფექტურ თერაპიებზე, რაც იმედს გვაძლევს, რომ მომავალში უსაფრთხო და ეფექტური მედიკამენტი შეიქმნება!
სახელმწიფოს მთავარი როლია გაუფრთხილდეს თითოეულ მოქალაქეს და დაიცვას მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს სახელმწიფო დღეს.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ დიუშენის სინდრომი არ არის რიგითი მარტივი დაავადება ეს არის, უიშვიათესი გენეტიკური დაავადება, რომელიც საშუალოდ 100 000 ადამიანში 3 შემთხვევაში ფიქსირდება, მისგან სრულად განკურნებული ადამიანის პრაქტიკულად არ არსებობს, მიუხედავად მედიკამენტების მიღებისა დაავადება პროგრესირებს და განვითარებას არ წყვეტს, აღნიშნული დადასტურებულია მეცნიერულად. ეს არის სამწუხარო სიმართლე დიუშენის სინდრომის შესახებ,“- წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე დიუშენის საწინააღმდეგო პრეპარატზე: ნაცნაძირლები დაავადებული შვილებისთვის თავგანწირულ მშობლებს, სამწუხაროდ, აჯერებენ, რომ არსებობს ეფექტური მედიკამენტი, რომელიც “არაჰუმანურ” ხელისუფლებას არ შემოაქვს; თუმცა, არცერთი კვლევა ადასტურებს, რომ მედიკამენტი კუნთოვან ატროფიას შველის და ის არალეტალურია
Next: პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.