Skip to content
16/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია აბაშიძე დიუშენის საწინააღმდეგო პრეპარატზე: ნაცნაძირლები დაავადებული შვილებისთვის თავგანწირულ მშობლებს, სამწუხაროდ, აჯერებენ, რომ არსებობს ეფექტური მედიკამენტი, რომელიც “არაჰუმანურ” ხელისუფლებას არ შემოაქვს; თუმცა, არცერთი კვლევა ადასტურებს, რომ მედიკამენტი კუნთოვან ატროფიას შველის და ის არალეტალურია

მარშალ პრესი 20/04/2026
gia abashidze

ამორალური ნაცსექტანტების მიერ უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების პრობლემების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მორგების მცდელობაა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისა და მათი მშობლების პროტესტიც – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის შეფასებით, საქართველოს პასუხისმგებლიანი მთავრობა ვერ გარისკავს და არ შეიძენს იმ მედიკამენტებს, რომლის არათუ ეფექტურობაა დადგენილი, არამედ ლეტალური შედეგებია დადასტურებული მრავალი საერთაშორისო კვლევით.

„ამორალური ნაცსექტანტების მიერ უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების პრობლემების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მორგების მცდელობაა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისა და მათი მშობლების პროტესტიც.

ნაცნაძირლები დაავადებული შვილებისთვის თავგანწირულ მშობლებს, სამწუხაროდ, აჯერებენ, რომ არსებობს ეფექტური მედიკამენტი, რომელიც “არაჰუმანურ” ხელისუფლებას არ შემოაქვს; თუმცა, არცერთი კვლევა ადასტურებს, რომ მედიკამენტი კუნთოვან ატროფიას შველის და ის არალეტალურია.

უბოროტესი ავანტიურისტი რადიკალების მიერ წაქეზებულ მორიგ მზაკვრობას სახელმწიფო არ აჰყვება. ფარმამაფიის დირიჟორობით, თითქმის ყველა ქვეყანაში აგიჟებენ მშობლებს, რომ არსებობს მრავალმილიონიანი წამლები მათი შვილების გადასარჩენად და ის სახელმწიფომ უნდა შეიძინოს. ბინძურ დაკვეთას ყველაფერზე ხელმომწერი ნაცუსამშობლოები ასრულებენ.
საქართველოს პასუხისმგებლიანი მთავრობა ვერ გარისკავს და არ შეიძენს იმ მედიკამენტებს, რომლის არათუ ეფექტურობაა დადგენილი, არამედ ლეტალური შედეგებია დადასტურებული მრავალი საერთაშორისო კვლევით.

Duchenne muscular dystrophy არის მემკვიდრული (გენეტიკური) დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების პროგრესირებად დასუსტებას. იგი გამოწვეულია დისტროფინის ცილის არარსებობით, რის შედეგადაც კუნთის უჯრედები ნელნელა ზიანდება და იშლება. დაავადება ძირითადად ბიჭებში ვლინდება და იწყება
ბავშვობაში, თანდათან ამძიმებს მოძრაობას, სუნთქვასა და გულის მუშაობას.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი დიუშენის საწინააღმდეგო პრეპარატზე: „სახელმწიფომ იყიდოს ნებისმიერ ფასად“ არ არის ჯანდაცვის საკითხი
Next: დავით ჩიხელიძე: აქციის მუხტის გასაზრდელად დიუშენის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა გამოყენება მიუღებელია! სახელმწიფო ვერ დაუშვებს ისეთი მედიკამენტის შემოტანასა და დაფინანსებას, რომლის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის და რომელიც ზოგ შემთხვევაში ფატალურ შედეგს იწვევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.