Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით კაჭარავა ფიგურულ მოციგურავეებს: როგორც სპორტსმენმა ზუსტად ვიცი, რა შრომასთან არის დაკავშირებული თქვენ მიერ მიღწეული თითოეული გამარჯვება. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ამისთვის

მარშალ პრესი 17/04/2026
david kacharava

„უკვე მიღწეული სპორტული შედეგებით არაფერი მთავრდება, სწორედ ახლა იწყება გზა დიდი და საუკეთესო შედეგებისკენ,“ – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ სპორტის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფიგურულ ციგურაობაში არსებული მდგომარეობის, საერთაშორისო წარმატებებისა და განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარადგინა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა.

დავით კაჭარავას თქმით, წლევანდელი წელი გარდამტეხი იყო ფიგურულ ციგურაობისთვის.

„მოგესალმებით და მადლობა ფიგურულ ციგურაობაში არსებული მდგომარეობის, საერთაშორისო წარმატებებისა და განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ მოწოდებული ინფორმაციისთვის.

სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა და ფედერაციამ წელს მოიპოვა ისტორიული მნიშვნელობის გამარჯვება. ეს წელი ნამდვილად იყო გარდამტეხი სპორტის ამ სახეობისთვის. გულწრფელად ვიტყვი, არ ველოდით ასეთ შედეგს. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მოციგურავეების ამ წარმატებების შემდეგ უამრავი ბავშვი დაიწყებს სიარულს ამ სპორტზე. თქვენ [მაკა გიორგობიანი], სწორედ აღნიშნეთ, უკვე მიღწეული სპორტული შედეგებით არაფერი მთავრდება, სწორედ ახლა იწყება გზა დიდი და საუკეთესო შედეგებისკენ.

მე, როგორც სპორტსმენმა ზუსტად ვიცი რა შრომასთან არის დაკავშირებული თქვენს მიერ მიღწეული თითოეული გამარჯვება. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ყველა თანამშრომელს მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ამ ულამაზესი სპორტის სახეობის ცქერით დაგვატკბეთ. ვამაყობთ, რომ ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია, განსაკუთრებულ სპორტის სახეობებშიც ვიყოთ გამორჩეულები მთელ მსოფლიოში,“ – განაცხადა დავით კაჭარავამ.

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომა გახსნა
Next: ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.