Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომა გახსნა

მარშალ პრესი 17/04/2026
669044548_960484246339548_3037723621904057942_n

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომა გახსნა.

გიორგი დგებუაძემ აღნიშნა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის შეხვედრის საქართველოში გამართვის მნიშვნელობა. ,,კომისიის სხდომას საქართველო პირველად მასპინძლობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ როლს საერთაშორისო სამართლებრივ და პროფესიულ სივრცეში“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა დეივიდ ფიგუერა მარკესმა და ევროპულ საქმეთა კომისიის პრეზიდენტმა ვალენტინა რუბალტელიმ.

ევროპულ საქმეთა კომისიის აკადემიურ სესიაზე ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის — უძრავი ქონების რეესტრის უსაფრთხოება და სანდოობა, სამართლებრივი უსაფრთხოება და მოქალაქეთა უფლებების ეფექტიანი დაცვა, ნოტარიუსის ცენტრალური როლი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში, ნოტარიატი ციფრულ ეპოქაში, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია და პროფესიული სტანდარტების განვითარება. უცხოელ კოლეგებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მერაბ ტურავა და თამარ ზოდელავა, სამინისტროს წარმომადგენლები, სსიპების ხელმძღვანელები, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის, საფინანსო-სარევიზიო და დისციპლინური კომისიების წევრები და ნოტარიუსები. ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომა თბილისში 16-17 აპრილს იმართება. კომისიის სხდომას 25 ქვეყნის ნოტარიატების 44 წარმომადგენელი ესწრება. ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომის საქართველოში გამართვა საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანია. მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნების სამართლებრივი ჩარჩოების ჰარმონიზაციას და დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას.

Post navigation

Previous: 40-მდე ვერ მოიცადეს ნაცისტებმა, ლორწოვანი იუდა გამოაჭენეს „ბრძოლის ველზე“. თქვენ მოკალით პატრიარქი, ასე ეთერებში გეჯდათ ცაავა და მისი სექტანტები და პატრიარქს ცილს სწამებდით
Next: დავით კაჭარავა ფიგურულ მოციგურავეებს: როგორც სპორტსმენმა ზუსტად ვიცი, რა შრომასთან არის დაკავშირებული თქვენ მიერ მიღწეული თითოეული გამარჯვება. სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ამისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.