Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დათა გვასალია: ერთი ამბავი ატეხეს აბასთუმანის თავზე ფრენების რეგულირებასთან დაკავშირებით – საერთაშორისო პრაქტიკაში იმაზე გაცილებით მკაცრი რეგულაციები არსებობს, ვიდრე აბასთუმანის შემთხვევაშია

მარშალ პრესი 17/04/2026
data gvasalia

ერთი ამბავი ატეხეს აბასთუმანის თავზე ფრენების რეგულირებასთან დაკავშირებით. თან ძირითადად იმ ბაბლის ნაწილმა, ვინც ქვეყნის ომში გახვევას და შესაბამისად ისეთივე დახურულ ცას „ესწრაფვოდა“ როგორიც დღეს უკრაინის, ირანის ან ყურის ქვეყნებშია – ახლა კი ომის პროპაგანდისტები და „ბომბების წვიმის“ გულშემატკივრები, აბასთუმანში დაწესებულ საჰაერო რეგულაციებზე აღშფოთდნენ, – წერს ჟურნალისტი, დათა გვასალია, სოციალურ ქსელში.

დათა გვასალია საუბრობს იმ საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც მსოფლიოში არსებობს და მაგალითად მოჰყავს ესპანეთის, შტატების და ზოგადად ევროპის კანონმდებლობა, რომელიც იცავს ობსერვატორიებს და გაცილებით მკაცრია.

„ერთი ამბავი ატეხეს აბასთუმანის თავზე ფრენების რეგულირებასთან დაკავშირებით. თან ძირითადად იმ ბაბლის ნაწილმა, ვინც ქვეყნის ომში გახვევას და შესაბამისად ისეთივე დახურულ ცას „ესწრაფვოდა“ როგორიც დღეს უკრაინის, ირანის ან ყურის ქვეყნებშია – ახლა კი ომის პროპაგანდისტები და „ბომბების წვიმის“ გულშემატკივრები, აბასთუმანში დაწესებულ საჰაერო რეგულაციებზე აღშფოთდნენ.

მაგრამ ეს პოსტი სხვა რამეზეა, ეს პოსტი ლუზერების მიერ გამოგონილ ხავსებზეც არაა, რომელსაც ეჭიდებიან, არამედ იმ საერთაშორისო პრაქტიკაზე – რისი მოძიებაც ნებისმიერს შეუძლია და აღმოჩნდება, რომ იმაზე გაცილებით მკაცრი რეგულაციები არსებობს – ვიდრე აბასთუმანის შემთხვევაში – აქვე დავდებ სქრინებსაც.
ესპანეთი – კანარის კუნძულების ცა დაცულია „ცის შესახებ“ კანონით (IAC ობსერვატორიების ასტრონომიული ხარისხის დაცვის კანონი); კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი ასტრონომიული დაკვირვებების ოთხ აუცილებელ ასპექტს : სინათლის დაბინძურება, რადიოსპექტრის დაბინძურება, ჰაერის დაბინძურება და საჰაერო მარშრუტები.
ევროპა – „Radio quiet zones around observatories.“ რას მოიცავს:

„რადიოდუმილის ზონა“, როგორც წესი, რადიოასტრონომიული სადგურების გარშემო წესდება. ასეთ ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა მკაცრად შეზღუდული ან აკრძალულია; ასევე, შესაძლოა მოქმედებდეს რამდენიმე მკაცრი შეზღუდვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებაზე, ისევე როგორც ქარხნების, შენობებისა და სამშენებლო სამუშაოების არსებობაზე: ანუ, „რადიოდუმილი“ ნიშნავს რეალურ დუმილს.“
შტატები – The National Radio Quiet Zone – რას მოიცავს

ეროვნული რადიოდუმილის ზონა (NRQZ) ფედერალური მთავრობის მიერ გამოიყო იმ მიზნით, რომ შეიქმნას გეოგრაფიული რეგიონი მგრძნობიარე ხელსაწყოების რადიოსიხშირული ინტერფერენციისგან (RFI) დასაცავად. აქ შედის თვითმფირნავებიც, რადგან იყენებენ რადიოკომუნიკაციას, ტრანსპონდერებს, რადარს.

ამას გარდა თუ მოინდომებთ ნახავთ, რომ რეგულაციები დამოკიდებული ყოფილა ტენიანობაზეც, ანუ კონკრეტულ ადგილას როგორია ტენიანობა – რაც განაპირობებს თვითმფირნავის მიერ წარმოქმნილ ე.წ. „ხელოვნურ ღრუბლებს“ და მისი გფანტვის პერიოდს, რომელიც ხელს უშლის ობსერვატორიის სამეცნიერო პოტენციალს და დაკვირვებას,“- წერს დათა გვასალია.

Post navigation

Previous: ნიკა ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: რა პასუხი უნდა გამცეს, როცა აზრი არ შეუცვლია მოსაზრებაზე რომ: “თუ მიშას არ კოცნი გენიტალიებზე, ისე მის გვერდით პოლიტიკურად ვერ იარსებებ” – და ახლა თავად არსებობს მიშას გვერდით პოლიტიკურად, როგორც “ალტერნატივის ნაწილი”
Next: დავით ზურაბიშვილი: ოპოზიციის ძირითადი ძალები – „ალიანსი“, „რუსთაველის პროტესტი“ გვეუბნებიან, რომ პოლიტიკა ქვეყანაში მოკვდა და ხელისუფლებას უნდა გავუმართოთ ომი. ამათ მადიარი და პოლიტიკოსი კი არ სჭირდება, აქ საჭიროა ლენინი, ტროცკი, ჩეგევარა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.