Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: რა პასუხი უნდა გამცეს, როცა აზრი არ შეუცვლია მოსაზრებაზე რომ: “თუ მიშას არ კოცნი გენიტალიებზე, ისე მის გვერდით პოლიტიკურად ვერ იარსებებ” – და ახლა თავად არსებობს მიშას გვერდით პოლიტიკურად, როგორც “ალტერნატივის ნაწილი”

მარშალ პრესი 17/04/2026
nika oboladze

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილის, გიგი წერეთლისა და სხვადასხვა ოპოზიციური აქტორების მიმართ გამოთქმული მწვავე კრიტიკის ამსახველ სქრინებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ინტერესდება, რა პასუხს გასცემს ჩერგოლეიშვილი, რომელიც ახლა თავად არსებობს სააკაშვილის გვერდით პოლიტიკურად და გიგი წერეთელთან ერთადაც დგას.

ობოლაძის შეფასებით, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება რომ ჩერგოლეიშვილს საამაშვილის ხმებით პარლამენტში შესვლა უნდა, თან ისე რომ 5 წელია “პოლიტპატიმარ სააკაშვილს ჩარეცხვით ემუქრება და რუსის აგენტობას აბრალებს”, რაზეც “ნაცმოძრაობა” დუმს.

“მოდი შევაჯამოთ და ამით დავასრულოთ ეს თემა.

“დელუზიური მანიაკები არიან, რომ შუაში ეს სამარცხვინო გამყალბებელი, პოლიტიკურად ბანკროტი დინოზავრი, გიგი წერეთლი უდგათ და სერიოზულად აღგვიქვითო ითხოვენ” (2024 წელი)

ჩერგოლეიშვილი: რიგი ფაქტორების გამო… “საკმარისია ვიფიქრო რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ” (2026 წელი)

ჩერგოლეიშვილი: “არავისზე და არაფერზე აზრი არ შემიცვლია” (2026 წლის 15 აპრილი)

დგას გიგი წერეთლის გვერდით და ითხოვს რომ სერიოზულად აღიქვან და არა დელუზიურ მანიაკად.

ალაბათ, რომელიმე ჩათში ჩაიწერება რომ ჩემს პოსტს პასუხი არ გასცენ, მაგრამ მაინტერესებს რა პასუხი უნდა გამცეს, როცა აზრი არ შეუცვლია მოსაზრებაზე რომ: “თუ მიშას არ კოცნი გენიტალიებზე, ისე მის გვერდით პოლიტიკურად ვერ იარსებებ”

და ახლა თავად არსებობს მიშას გვერდით პოლიტიკურად. (როგორც “ალტერნატივის ნაწილი”)

საოცარი ისტორიაა.

ახლა უკვე ჩემი შეფასებით და ჩემი ვერსიით:

ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ბოლო სერიაში ქალბატონ თამარს მიშას ხმებით პარლამენტში შესვლა უნდა, თან ისე რომ “არაფერზე და არავისზე” აზრს არ იცვლის და ისე რომ 5 წელია პოლიტპატიმარ სააკაშვილს ჩარეცხვით ემუქრება და რუსის აგენტობას აბრალებს.

ნაცმოძრაობა დუმს.

არის აქ რაღაც ძალიან გროტესკული,” – წერს ობოლაძე.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად
Next: დათა გვასალია: ერთი ამბავი ატეხეს აბასთუმანის თავზე ფრენების რეგულირებასთან დაკავშირებით – საერთაშორისო პრაქტიკაში იმაზე გაცილებით მკაცრი რეგულაციები არსებობს, ვიდრე აბასთუმანის შემთხვევაშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.