Skip to content
16/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკა სეფაშვილი: ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება

მარშალ პრესი 16/04/2026
eka sepashvili

ეკონომიკური პრაგმატიზმი ძალიან ბევრ ვითარებაში იჩენს თავს და ევროპაც იძულებული იქნება ამ პრაგმატულობას გაუწიოს ანგარიში,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოზიციების შერბილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის სტატუსის მინიჭების შემდეგ.

როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, ტონი ევროკავშირის მხრიდან უკვე შერბილებულია. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ბრიუსელის ტონი აუცილებლად შეიცვლება.

„ევროკავშირის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსის მინიჭება უკვე ნიშნავს იმას, რომ შერბილებულია მისი ტონი. ევროკავშირმა ერთი მხრივ, შარშან გამართულ კონფერენციაზე, სადაც განიხილებოდა 8 ქვეყნის შავ ზღვაზე დაკავშირებადობის საკითხი, საქართველო არ მიიწვია და მეორე მხრივ, ერთი წლის შემდეგ, ამ პროექტს განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა. ეს ეკონომიკური პრაგმატიზმი ძალიან ბევრ ვითარებაში იჩენს თავს და ევროპაც იძულებული იქნება ამ პრაგმატულობას გაუწიოს ანგარიში. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს ძალიან მალე და მარტივად მოხდება, იმიტომ, რომ რასაც ვხედავთ, პოლიტიკური იმპერატივი წინ არის წამოწეული და ევროპა დღესდღეობით პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოქმედებს.

სხვათა შორის, ეს პოლიტიკური დღის წესრიგი მთელი ევროკავშირის ეკონომიკას აზიანებს. მათი ეკონომიკა მთლიანად მძიმე ვითარებაშია ნავთობპროდუქტების გაძვირების, ბლოკადებისა და სანქციების გამო. ამიტომ, ისინი იძულებულები იქნებიან გარკვეულწილად შეარბილონ სანქციები. ჩვენ უკვე ვიხილეთ სანქციების შერბილება, როდესაც სპარსეთის ყურეში საბრძოლო მოქმედებები განვითარდა, ევროპამ შეაჩერა რუსეთის მიმართ სანქციების მეოცე პაკეტის ამოქმედება, ასევე აამოქმედეს შერბილებული ნორმები რუსეთის ნავთობის შესყიდვისას და ა.შ. ისინი დღევანდელი პოლიტიკითა და განცხადებებით, საკუთარ თავსაც აზიანებენ და არ უნდა გაგვიკვირდეს საქართველოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულება რომ ვერ ექნებათ, თუმცა, ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობაში სულ უფრო მეტად მატულობს უკმაყოფილება, რაც გამოწვეულია არაპრაგმატული პოლიტიკის გატარებით.

ასე რომ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე: აბასთუმნის ცის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაციაა – გადაწყვეტილება ობსერვატორიის მეცნიერულ საჭიროებებს უკავშირდება, ხოლო მისი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება არასერიოზულია
Next: ბიძინა ივანიშვილმა აქცია წალკოტად აბასთუმნის კურორტი, თუმცა, უსამშობლო აგენტებისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს- ცნობილი ხელწერაა იმ ძალის, რომელიც საქართველოში ბომბების წვიმას შენატრის, ხოლო როდესაც სასიკეთო ხდება რუსულ პროექტს და ნგრევას არქმევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.