Skip to content
16/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: აბასთუმნის ცის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაციაა – გადაწყვეტილება ობსერვატორიის მეცნიერულ საჭიროებებს უკავშირდება, ხოლო მისი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება არასერიოზულია

მარშალ პრესი 16/04/2026
davit chikhelidze

აბასთუმნის ცის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკურ სპეკულაციაა და არა რეალური პრობლემა. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომელიც დაკავშირებულია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია-ს საქმიანობასთან და მის მეცნიერულ საჭიროებებთან. მცდელობა, რომ ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირდეს არასერიოზულია – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, „ცის ჩაკეტვა“ არ წარმოადგენს სკანდალურ ან უპრეცედენტო გადაწყვეტილებას. ეს არის ტექნიკური, მიზნობრივი შეზღუდვა, რომელიც მეცნიერების განვითარებას ემსახურება.

„აბასთუმნის ცის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკურ სპეკულაციაა და არა რეალური პრობლემა. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომელიც დაკავშირებულია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია-ს საქმიანობასთან და მის მეცნიერულ საჭიროებებთან. მცდელობა, რომ ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირდეს არასერიოზულია.
ფაქტია, ობსერვატორიის მხრიდან არსებობს ოფიციალური მოთხოვნა ცის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. მიზეზი მარტივი და ლოგიკურია, ასტრონომიული დაკვირვებისთვის აუცილებელია მაქსიმალურად სუფთა და სტაბილური ცა, მინიმალური სინათლისა და ტექნიკური ჩარევებით. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოიყენება, სადაც ასტრონომიული ცენტრები ფუნქციონირებენ.(აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი და ა.შ. ყველა ამ ქვეყანა ცის ნაწილი დახურულია, რადგან დაკვირვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ცის(სინათლის) დაბინძურება)

„ცის ჩაკეტვა“ არ წარმოადგენს სკანდალურ ან უპრეცედენტო გადაწყვეტილებას. ეს არის ტექნიკური, მიზნობრივი შეზღუდვა, რომელიც მეცნიერების განვითარებას ემსახურება.
რაც შეეხება ეკონომიკურ არგუმენტებს, რომ თითქოს აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანას სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს, ეს შეფასებები გადაჭარბებულია. საქართველო კვლავ რჩება მნიშვნელოვან სატრანზიტო საჰაერო დერეფნად რეგიონში და მცირე, ლოკალური რეგულაციები ამ სტატუსს ვერ შეცვლის. ოპოზიციის მხრიდან გავრცელებული ნარატივი, თითქოს ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით შემოსავალს კარგავს და მნიშვნელობას კარგავს საერთაშორისო ავიაციისთვის, არ ემყარება ფაქტობრივ ანალიზს. რეალურად, საუბარია შეზღუდულ ზონაზე, რომელიც არ ახდენს სისტემურ გავლენას ქვეყნის ავიაციურ ფუნქციაზე.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ივანიშვილმა აბასთუმნის თავზე ცა დაკეტაო- იუწყება ,,რადიო თავისუფლება”. მეცნიერები აცხადებენ, ობსერვატორიის თავზე თვითმფრინავების ფრენა ჩვენს საქმიანობას უშლის ხელს და ავიამარშრუტის ცვლილება ჩვენი თხოვნა იყოო, მაგრამ, აბა, ,,რადიო თავისუფლებას”, ტელეკომპანია ,,მეორეხარისხოვანსა” და ,,ტვ უკანასკნელს” ეს რაში აინტერესებთ?
Next: ეკა სეფაშვილი: ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.