Skip to content
18/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული- მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ლიბერალიზმშიც კი უსამშობლოა

მარშალ პრესი 15/04/2026
BACHO ODISHARIA

ლიბერალიზმის ძირითადი ფილოსოფიური საყრდენია თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, თანასწორობა, ტოლერანტობა, რაციონალიზმი, საკუთრება და კონსტიტუციონალიზმი. თუმცა თანამედროვე ლიბერალი, მითუმეტეს ქართველი ლიბერალი, არის სრულად დაშორებული ამ იდეოლოგიურ სიბრტყეს – წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში. “ლიბერალიზმის ძირითადი ფილოსოფიური საყრდენია თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, თანასწორობა, ტოლერანტობა, რაციონალიზმი, საკუთრება და კონსტიტუციონალიზმი.

თუმცა თანამედროვე ლიბერალი, მითუმეტეს ქართველი ლიბერალი, არის სრულად დაშორებული ამ იდეოლოგიურ სიბრტყეს. ქართველ ლიბერალს არ გააჩნია არც სიმყარე, არც კონტექსტის აღქმა, ის არის მხოლოდ ექო – დავალების მიმღები ფრაგმენტული იდეოლოგიური პროექტისგან, რომლის ავტორებზე წარმოდგენაც არ აქვს (ამიტომ თვლის დიფ სთეითს ფიქციად). მაგალითად, ქართველ ლიბერალს ახარებს უნგრეთში ულტრაკონსერვატორი მაგიარის გამარჯვება, რაც წესით მის იდეოლოგიურ კონსტიტუციაში არაფრით არ უნდა ჯდებოდეს; ქართველ ლიბერალს ახარებს ვენესუელადან მადუროს მოტაცება, რაც აგრეთვე, მის ლიბერალურ იდეოლოგიასთან შეუთავსებელი უნდა იყოს; ქართველი ლიბერალი ამერიკის საელჩოს კანონიკურ სუბიექტად აღიქვამს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მისთვის სრულად მიუღებელი იდეოლოგიის მატარებელია; ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული. მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ლიბერალიზმშიც კი უსამშობლოა. მას ამ იდეოლოგიის თანამედროვე, პროფანულ გაგებამდე, მხოლოდ აღვირახსნილი პროვინციალიზმი და გოიმობა უბიძგებს. ჩაადევის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ: ქართველი ლიბერალი მზადაა საქართველო გადაწვას, ოღონდ მცირედით მაინც გაითბოს თავი.”- წერს ოდიშარია.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
Next: პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.