Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

მარშალ პრესი 15/04/2026
671652232_1362932439201099_8068380811432108690_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და 2024-2026 წლების ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც მიმართულია ნდობის აღდგენისკენ.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი: ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის – მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს
Next: ბაჩო ოდიშარია: ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული- მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ლიბერალიზმშიც კი უსამშობლოა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.