Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხშირად ვისმენთ დიასპორის წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსულოს მომსახურეობები ხშირ შემთხვევაში ისეთი ოპერატიულობით არ ხორციელდება, როგორიც სასურველი იქნებოდა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ციფრული მომსახურების დანერგვა და ხელშეწყობა იქნება კარგი

მარშალ პრესი 15/04/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, სიტყვით გამოვიდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ინტერპელაციის წესით იყო მიწვეული. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებზე და მათ საჭიროებებზე. სეფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ემიგრანტებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ციფრული სერვისები, რომლებიც დაეხმარება სამშობლოსთან კონტაქტის შენარჩუნებაში:

„ემიგრანტებს საშუალება უნდა მიეცეთ, დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში ციფრული სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლონ. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეების ბავშვებისათვის უფრო აქტიურად შეთავაზება იმ სერვისებისა და გაკვეთილების, რომლებიც მათ დაეხმარება სამშობლოსთან კონტაქტის შენარჩუნებაში“ – განაცხადა დეპუტატმა.

ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არაერთ მოქალაქეს კარგი ინიციატივა აქვს და საჭიროა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ინიციატივების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, სამინისტრომ გაააქტიუროს დიასპორასთან მუშაობა. განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ხშირად ვისმენთ დიასპორის წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსულოს მომსახურეობები ხშირ შემთხვევაში ისეთი ოპერატიულობით არ ხორციელდება, როგორიც სასურველი იქნებოდა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ციფრული მომსახურების დანერგვა და ამ დანერგვის ხელშემწყობი ნაბიჯების გააქტიურება კარგი იქნებოდა, როგორც დიასპორის წარმომდგენლებისთვის, ასევე ემიგრანტებისთვის. ემიგრანტებს საშუალება უნდა მიეცეთ, დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში ციფრული სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლონ. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეების ბავშვებისათვის უფრო აქტიურად შეთავაზება იმ სერვისებისა და გაკვეთილების, რომლებიც მათ დაეხმარება სამშობლოსთან კონტაქტის შენარჩუნებაში. ამ მიმართულებით არსებობს ჩვენი არაერთი მოქალაქის ძალიან კარგი ინიციატივა. პირადად მეც მქონდა ასეთი შეხვედრები პირებთან, რომლებსაც აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო და პრაქტიკული ინიციატივები ჩვენი ბავშვების ქართულ ენაზე სწავლების ხელშესაწყობად და, ვფიქრობ, სამინისტრომაც უნდა გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულების გასააქტიურებლად. დიდი მადლობა პრეზენტაციისთვის და ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას განვითარებას, კეთილდღეობასა და, რაც მთავარია, მშვიდობას“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ევროინტეგრაცია ჩვენ არ შეგვიჩერებია. რადგან მეორე ფრონტი არ გავხსენით და არ შევეწირეთ სხვის ომს, ამის გამო გვსჯიდნენ. თუ ევროკავშირი გადმოდგამს ნაბიჯს, გავხსნით მოლაპარაკებებს- ეს ვთქვით, მაგრამ ოპოზიციას არ აინტერესებს, რადგან მათ სხვა ინტერესი აქვთ
Next: გიორგი ვოლსკი: ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის – მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.