Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევროინტეგრაცია ჩვენ არ შეგვიჩერებია. რადგან მეორე ფრონტი არ გავხსენით და არ შევეწირეთ სხვის ომს, ამის გამო გვსჯიდნენ. თუ ევროკავშირი გადმოდგამს ნაბიჯს, გავხსნით მოლაპარაკებებს- ეს ვთქვით, მაგრამ ოპოზიციას არ აინტერესებს, რადგან მათ სხვა ინტერესი აქვთ

მარშალ პრესი 15/04/2026
irakli zarkua

“საგარეო საქმეთა მინისტრი, ინტერპელაციის პლატფორმის გამოყენებით, პარლამენტში ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს საკმაოდ ამომწურავად და არგუმენტირებულად პასუხობს“- განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან.

“საგარეო საქმეთა მინისტრი, ინტერპელაციის პლატფორმის გამოყენებით, პარლამენტში ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს საკმაოდ ამომწურავად და არგუმენტირებულად პასუხობს. გახარიებმა თითქოს ოპოზიციური მუხტი შემოიტანეს, მაგრამ არ გამოსდით იმიტომ, რომ ბანალურ კითხვებს სვამენ- „რატომ შეაჩერეთ ევროინტეგრაცია?“. არადა, ყველამ, მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ კი არ შევაჩერეთ, ეს ბატონმა ჰერჩინსკიმ… როცა განცხადება გააკეთა ივნისში, რომ ევროკავშირი წყვეტს ურთიერთობას, რატომ?- იმიტომ, რომ დაგვსაჯეს იმიტომ, რომ ეროვნულ ღირებულებებს ვიცავდით და მეორე ფრონტი არ გავხსენით და არ შევეწირეთ სხვის ომს, ამის გამო გვსჯიდნენ და ამაზე გავაკეთეთ ჩვენ მაშინ განცხადება. ამის შემდეგ, ეს რომ არ ყოფილიყო საჯილდაო ქვა ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენ ამ სპეკულაციებს დავამთავრებთ, როცა საქართველო იქნება მზად- 2028 წელს. მანამდე, თუ ევროკავშირი გადმოდგამს ამ ნაბიჯს, დღესვე დავეთანხმებით მოლაპარაკებებს და გავხსნით. ეს ვთქვით, მაგრამ ეს ოპოზიციას არ აინტერესებს იმიტომ, რომ მათ სხვა პლატფორმა და სხვა ინტერესი აქვთ, რომ თავი გამოიჩინონ უაზრო კითხვებით”- განაცხადა ზარქუამ.

Post navigation

Previous: ეკა სეფაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ყურებდახუჭული ცხოვრობს
Next: ხშირად ვისმენთ დიასპორის წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსულოს მომსახურეობები ხშირ შემთხვევაში ისეთი ოპერატიულობით არ ხორციელდება, როგორიც სასურველი იქნებოდა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ციფრული მომსახურების დანერგვა და ხელშეწყობა იქნება კარგი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.