Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გაიაზრა, რომ რაც არ უნდა აფინანსონ პატრონებმა, თუ ქვეყნის შიგნით ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას, მართლმადიდებლობას შეურაცხყოფას მიაყენებ და ამით შეეცდები, ფონს გახვიდე, გამორიცხულია, ჩაფლავდები, როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ

მარშალ პრესი 15/04/2026
irakli zarkua

რადიკალებმა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, გაიაზრა, მიხვდა, რომ რაც არ უნდა გაფინანსონ შენმა პატრონებმა, თუ ქვეყნის შიგნით შენს ეროვნულ ღირებულებებს, თუ შენ ეკლესიას, მართლმადიდებლობას, მეუფეებს, ერს, შეურაცხყოფას მიაყენებ და ამით შეეცდები რომ ფონს გახვიდე, გამორიცხულია, ჩაფლავდები როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ,- ასე ეხმიანება პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციისთვის „მართლმადიდებლობა პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მიღწევის საშუალებაა“ და სწორედ ამას ემსახურება ბოკუჩავას მიერ გაკეთებული განცხადებაც.

„ეტყობა ვიღაც ჭკვიანი გამოერია მათ შორის და თქვა მოდი აბა ახლა ეს მიმართულება ვცადოთ, რომ თითქოს ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვითომ არიან ღვთისმოშიშნი და ეკლესიის მხარდამჭერები. რატომღაც იმ ფაქტორს ივიწყებენ რომ საზოგადოებამ კარგად უწყის და ახსოვს რა შეტევა ხორციელდებოდა ჩვენს მეუფეებზე, რაღა შორს წავიდეთ ილია მეორეზე, რა სისაძაგლეებს იძახდნენ. ჩვენს მართლმადიდებლობაზე, ჩვენს ეკლესიაზე. მათი ლიდერი არ იყო ჩამოსული აქ მიტინგებს რომ გვიწყობდა როთი, რომ მართლმადიდებლობა ეს მუხრუჭი არის ახალგაზრდებისთვისო. მაშინ რომელიმემ ხმა ამოიღო?! ახლა დაგჭირდათ ეკლესია? ამიტომაც არის, რომ თქვენთვის, ბევრისთვის, ეკლესია, მართლმადიდებლობა, ეს არის პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მიღწევის საშუალება, ამიტომაც არის, იქ ხართ სადაც უნდა იყოთ წესით და რიგით,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადების თანახმად, ოპოზიციას აქვს საერთო გზავნილის პრობლემა და ისინი არ ცდილობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების მოედანზე შესვლას ქართველ ერთან, რათა დაანახონ საზოგადოებას, რომ ისინი „უღმერთოები და ურწმუნოები“ არ არიან.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე მაკა ბოჭორიშვილს: რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნეს რესურსის მობილიზებასა და ქართული ექსპორტის მხარდაჭერას?
Next: ეკა სეფაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში ყურებდახუჭული ცხოვრობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.