Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე მაკა ბოჭორიშვილს: რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნეს რესურსის მობილიზებასა და ქართული ექსპორტის მხარდაჭერას?

მარშალ პრესი 15/04/2026
zurab kadagidze2

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ დასვა შეკითხვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლა მოისმინეს. ქადაგიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საელჩოების მუშაობაზე ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით. დეპუტატი დაინტერესდა, არსებობს თუ არა კონკრეტული ინდიკატორები, რომლებიც ზომავს დიპლომატების მუშაობას ამ თვალსაზრისით:

„პირველ რიგში, წარმატებას გისურვებთ, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უწევს ჩვენს ქვეყანასა და განსაკუთრებით თქვენ, ამ ფლანგის მედროშეს, ყოფნა. მე კონკრეტული საკითხი მაინტერესებს: ყველა ვთანხმდებით, რომ საელჩო არ არის მხოლოდ პოლიტიკური წარმომადგენლობა და ის უნდა იყოს ჰაბი, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ქართულ ინტელექტუალურ კაპიტალს, აქტიურად ეხმარება ჩვენს დიასპორულ ორგანიზაციებს და იყენებს მათ რესურსებს ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ეხმარება ქართულ ბიზნესსაც ადგილობრივ ბაზარზე გასვლაში და ცდილობს მოიზიდოს ახალი ინვესტიციები ქვეყნაში. შესაბამისად, კითხვაც აქედან გამომდინარე მინდა დაგისვათ: როგორ ფასდება დღეს ჩვენი საელჩოების მუშაობის ეფექტურობა ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით? არსებობს თუ არა კონკრეტული ინდიკატორები ან სისტემები, რომლებიც ზომავს, თუ რამდენად დაეხმარა ესა თუ ის საელჩო ქართულ ბიზნესს ადგილობრივ ბაზარზე გასვლაში? თუ ამგვარი ინდიკატორები არ არსებობს, იქნებ რაიმე სისტემა იქნას მოფიქრებული, ე.წ. ინდიკატორების შეფასების სისტემა, თუნდაც KPI-ის მსგავსი, რომელიც დიპლომატების საქმიანობას პირდაპირ დაუკავშირებს ეკონომიკურ შედეგებს ციფრებში? რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნეს რესურსის მობილიზებას და, ზოგადად, ქართული ექსპორტის მხარდაჭერას? ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად რამდენად მუშაობენ ჩვენი საელჩოები და როგორაა ეს ასახული რიცხვებში?“

მაკა ბოჭორიშვილმა დეპუტატის საპასუხოდ განაცხადა, რომ საელჩოებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობაა და ამ მხრივ აქტიურობაზე მეტყველებენ ციფრებიც. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ საელჩოების მოსაგვარებელი საკითხი არაა და ცენტრალური ხელისუფლება მათთან ერთობლივ საქმიანობას ახორციელებს ამ მიმართულებით.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა სხვები ირანის ომის გარშემო ზარალს ითვლიან, თბილისს ეძლევა შანსი, საბოლოოდ განიმტკიცოს თავი რეგიონის მთავარ სახმელეთო ხიდად
Next: კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გაიაზრა, რომ რაც არ უნდა აფინანსონ პატრონებმა, თუ ქვეყნის შიგნით ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას, მართლმადიდებლობას შეურაცხყოფას მიაყენებ და ამით შეეცდები, ფონს გახვიდე, გამორიცხულია, ჩაფლავდები, როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.