Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

მარშალ პრესი 15/04/2026
paata salia

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.

„გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება, სიტყვით მივმართოთ კომიტეტის წევრებს, გაერო-ს წარმომადგენლებს და ვისაუბროთ საქართველოში საჯარო ადმინისტრირების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებისა და განვითარების კუთხით. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ, ასევე, გვექნება ორმხრივი შეხვედრები გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. რაც მთავარია, ვისაუბრებთ იმ ფორუმის შესახებ, რომელიც ჩატარდება თბილისში 2026 წლის 23-25 ივნისს. ის გარემოება, რომ საქართველოში ტარდება გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმი, უდავო დადასტურებაა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა, რომლებიც ორიენტირებულია მოქალაქეზე და მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე“, – განაცხადა პაატა სალიამ.

Post navigation

Previous: მეუფე იოანე: ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე – გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი
Next: დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა სხვები ირანის ომის გარშემო ზარალს ითვლიან, თბილისს ეძლევა შანსი, საბოლოოდ განიმტკიცოს თავი რეგიონის მთავარ სახმელეთო ხიდად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.