Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეუფე იოანე: ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე – გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი

მარშალ პრესი 15/04/2026
meupe ioane

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.

იოანე გამრეკელი განმარტავს, რომ ეკლესია არჩევანის წინაშე დგას – გაიზიარონ პატრიარქის შემოთავაზება და დაეთანხმონ მას, როგორც კათალიკოსის ანდერძს, თუ უგულებელყონ ილია მეორის ანდერძი, რომ წლების განმავლობაში მეუფე შიო პატრიარქის კურთხევით და სახელით მოქმედებდა და პატრიარქს წარმოადგენდა.

მიტროპოლიტის განცხადებით, ახლა სერიოზული გამოცდის წინაშე დგას ეკლესია, სინოდი და ერი. ქუთათელ-გაენათელი აღნიშნავს, რომ უმრავლესობისთვის უმტკივნეულო იქნება, რომ ეკლესია პატრიარქის არჩევანს დაეთანხმოს.

„ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე – გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც მის კურთხევას და მის ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი. წლების მანძილზე მეუფე შიო პატრიარქის კურთხევით მოქმედებდა, პატრიარქის სახელით და მან უკვე იცის არეალი საქმიანობის, დამოკიდებულებების, ურთიერთობების, გარკვეული გამოცდილება შეიძინა მან და ერი და ბერი შეეჩვია, რომ ის წარმოადგენდა პატრიარქს. უწმინდესმა მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენ შემოგვთავაზა თავისი არჩევანი. უწმინდესმა ასე აირჩია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: საქართველოში არ გამოვა რადიკალური პროცესები — ღმერთს, ღვთისმშობელს, წმინდანთა დასს ამ ქვეყანაში ვერ მოერევიან
Next: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.