Skip to content
28/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ნიკა გვარამიას წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური განცხადებები

მარშალ პრესი 14/04/2026
irakli kircxalia

ყველას კარგად გვახსოვს ნიკა გვარამიას და მისი კოლეგების და პარტნიორების პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა და გინება პირდაპირ ეთერში. ყველამ კარგად ვიცით მისი წარსული და ალბათ, სწორედ მისი წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია თითოეული მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებები, ამას საზოგადოება როგორც აფასებდა, ისე შეაფასებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან განაცხადა.

“როდესაც ბატონ გვარამიაზე გვაქვს საუბარი, ნამდვილად სწორად აღუნიშნავთ ჩემს კოლეგებს, საზოგადოებასაც არ სჭირდება ამის შეხსენება, მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები, ბინძური ლექსიკა არახალია ჩვენთვის. შეგახსენებთ, სანამ ის პოლიტიკაში მობრუნდებოდა, იყო ერთ-ერთი ტელევიზიის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე წამყვანი და ამინდის შემქმნელი კონკრეტულ ტელევიზიაში და ყველას კარგად გვახსოვს მისი და მისი კოლეგების და პარტნიორების პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა, გინება პირდაპირ ეთერში და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ დისკრიმინაციულ და ამორალურ გამოხტომებს და გამონათქვამებს ვისმენთ მისგან, ნამდვილად, სამწუხაროდ, არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს მიუთითებს მის პიროვნულ სახეზე, თავი დავანებოთ პოლიტიკას, თავი დავანებოთ ასე ვთქვათ მის პოლიტიკურ აქტივობას და დღევანდელ ე.წ. პოლიტიკურ სტატუს, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით მისი წარსული და ალბათ, სწორედ მისი წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია თითოეული მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი განცხადებები, ამას საზოგადოება როგორც აფასებდა, ისე შეაფასებს”, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – ატლანტიკური საბჭოს კვლევის შედეგები მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს “ქართული ოცნება”
Next: ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.