Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია – ატლანტიკური საბჭოს კვლევის შედეგები მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს “ქართული ოცნება”

მარშალ პრესი 14/04/2026
irakli kircxalia

ატლანტიკური საბჭოს კვლევის შედეგები მიუთითებს იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელ პრაგმატულ პოლიტიკასაც ახორციელებს ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება და გუნდი, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, გუნდი, რომელსაც აქვს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას განცხადებით, ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის და ორგანიზაციის კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მიუთითებს სწორ პოლიტიკასა და სწორ ინსტიტუციონალურ პარტნიორობაზე.

“ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა და მაჩვენებელია. ეს არ არის პირველი და ბოლო კვლევა, ჩვენ გვახსოვს სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის დემოკრატიული მდგომარეობა და ასე ვთქვათ სასამართლო ინსტიტუციის შეფასება მათი მხრიდან, ადამიანის უფლებების შეფასება მათი მხრიდან, ახლა ეს, რასაც დღეს ვხედავთ, კონკრეტულად ამ ორგანიზაციის დაკვეთილი კვლევის შედეგებს, ეს მიუთითებს ერთს – იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელ პრაგმატულ პოლიტიკასაც ახორციელებს ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება და გუნდი, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, გუნდი, რომელსაც აქვს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. თითოეული ასეთი კვლევა და განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის და ორგანიზაციის კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მიუთითებს იმ სწორ პოლიტიკაზე, სწორ ინსტიტუციონალურ პარტნიორობაზე, როგორც ქვეყნის გარეთ ასევე იმ ჯანსაღ სინთესზე ქვეყნის შიგნით ინსტიტუციებს შორის, რომელიც შემდეგ წარმოშობს და აისახება იმ რეიტინგებში და იმ ციფრებში, რომლებსაც ჩვენ კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე ვხედავთ ჩვენი ქვეყნის მიმართებით”, – განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე: არჩევნები მხოლოდ არჩევნებისთვის არ უნდა გვინდოდეს. ამომრჩეველზე ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიური, ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი და ხელისუფლებაც, რა თქმა უნდა, მათ წუხილს უნდა ითვალისწინებდეს
Next: ირაკლი კირცხალია – ნიკა გვარამიას წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური განცხადებები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.