Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

მარშალ პრესი 11/04/2026
tamta megrelishvili

სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა მიმდინარეობს და ორმხრივი დიალოგი აქტიურად განახლდა, საეჭვოდ გააქტიურდნენ ის ძალები, რომლებიც ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობენ- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი FOX NEWS-ის სტატიის შესახებ, რომლის თანაავტორიც მისი თქმით, გიორგი კანდელაკია, ხოლო თინა ხიდაშელის ორგანიზაცია სააგენტოს დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებით დაეხმარა.

მეგრელიშვილის თქმით, მათი მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს.

„გიორგი კანდელაკი Fox News-ის სტატიის თანაავტორია, რომელიც საქართველოს ირანთან ურთიერთობის გაღრმავებასა და ირანის დახმარებაში ადანაშაულებს, ხოლო თინა ხიდაშელის ორგანიზაცია სააგენტოს დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებით დაეხმარა.

სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა მიმდინარეობს და ორმხრივი დიალოგი აქტიურად განახლდა, საეჭვოდ გააქტიურდნენ ის ძალები, რომლებიც ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობენ.

მათი მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს.

კანდელაკისა და ხიდაშელის მიერ გავრცელებული ბრალდებები და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ნარატივები შედეგს ვერ გამოიღებს.
მსგავსი იაფფასიანი პროპაგანდით სახელმწიფოს ვერაფერი ავნებს, სამაგიეროდ, ზიანდება თავად მათი რეპუტაცია, რომელიც, ფაქტობრივად, სრულად იშლება და მათ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი ძალების რიგში აყენებს.

საქართველო გააგრძელებს საკუთარ გზას სუვერენულად, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ყველა მეგობრული პარტნიორის პატივისცემით.
სამწუხაროა, რომ საერთაშორისო მედიის გარკვეული წარმომადგენლები საკუთარი რეპუტაციის ხარჯზე ავრცელებენ გადაუმოწმებელ და დამახინჯებულ ინფორმაციას საქართველოს შესახებ.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად სერიოზულ საინფორმაციო და პოლიტიკურ გამოწვევებთან უწევს გამკლავება ჩვენს ქვეყანას, რათა შეინარჩუნოს სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება.“- წერს მეგრელიშვილი.

 

Post navigation

Previous: საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია
Next: ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.