Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია

მარშალ პრესი 11/04/2026
gia abashidze

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში შეკვეთილი სტატია-ანგარიშით გამოჩნდნენ “ნაცასკარიდები” – თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი იმ ბინძური ტყუილით, რომ საქართველო ირანს ვითომდა ეხმარება სანქციების არიდებაში – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, ეს არის დაუფარავი მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და კანონით უნდა დაისაჯოს.

„საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში შეკვეთილი სტატია-ანგარიშით გამოჩნდნენ “ნაცასკარიდები” – თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი იმ ბინძური ტყუილით, რომ საქართველო ირანს ვითომდა ეხმარება სანქციების არიდებაში.

ეს არის დაუფარავი მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც მხოლოდ მხილება-დაგმობით არ უნდა შემოიფარგლოს, კანონმა უნდა იკანონოს! უსამშობლოების მონაწილეობით ღიად ჩაატარეს Hudson-ის რაღაც “კვლევა” (“მოსკოვის მექანიზმის” მსგავსად შეთითხნილი) და… საქართველოში თურმე 50 ირანული კომპანია დარეგისტრირდა, თითქოს ამ “მასობრივად” “ირეცხება” ისლამური რესპუბლიკის ფული და ა.შ.

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია.“ – წერს აბაშიძე.

 

Post navigation

Previous: ჩიხელიძე: fox news-ის სტატიის თანაავტორი და ინფორმაციის მიმწოდებელი გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი არიან-გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, გარე აქტორების დღის წესრიგის მხარდაჭერა დგას
Next: გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.