Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: საქართველოში “რუსოფობია” უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში და სანამ ეს ავადმყოფები ჩვენს გარშემო იმყოფებიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში მაქსიმალური ჰუმანურობით

მარშალ პრესი 10/04/2026
david kartvelishvili

9 აპრილის გმირების მემორიალთან დღეს განვითარებულ მოვლენებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველოში “რუსოფობია” უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში, ისევე როგორც აგორაფობია, სოციოფობია თუ კლაუსტროფობია.

„საქართველოში “რუსოფობია” უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში, ისევე როგორც აგორაფობია, სოციოფობია თუ კლაუსტროფობია. ისევე, როგორც ამ ფსიქიატრიულ გადახრებს, მას უნდა კურნავდნენ სტაციონალურ პირობებში: მედიკამენტოზურად და პალატაში რუსული ფილმების სავალდებულო ჩვენებით. შუალედებში შეიძლება, ცივი წლის აბაზანების გამოყენება.

ჯერჯერობით კი, სანამ ეს ავადმყოფები ჩვენს გარშემო იმყოფებიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში მაქსიმალური ჰუმანურობით. დარწმუნებული ვარ, ჩემს დანახვაზეც – ფსიქიკურად არამდგრადი რუსოფობი, შეპყრობილივით დაიწყებს ყვირილს “რუსო! რუსო!”. სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე, არ უნდა გავაღიზიანოთ. მე მაგალითად ასეთ შემთხვევაში ვაპირებ მათთან კომუნიკაციის დროს, მხოლოდ რუსულ ენაზე გადავიდე. ვინაიდან მათთან ქართულ ენაზე “თავის მართლებას” აზრი არა აქვს, ხოლო რუსულის აზრზე არ არიან – 112-ის ეკიპაჟის მოსვლამდე საკუთარი მონოლოგებით დავტკბები მაინც,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა სცემს პატივს
Next: დიმიტრი ხუნდაძე: მართალია მსოფლიო არაპროგნოზირებადია, მაგრამ აშკარად ჩანს ტენდენცია, რომ საზოგადოებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ თავად ევროპაშიც უკვე ყელში ამოუვიდა ფსევდო ღირებულებები და ცვლილებების ჟინმა მთლიანად ევროპა მოიცვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.