Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა სცემს პატივს

მარშალ პრესი 09/04/2026
archil gorduladze

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს და, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა სცემს პატივს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძეს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, გერმანიის საგარეო უწყება საქართველოსთან დაკავშირებით რატომ არ ცვლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტადაა მოხსენიებული?

„პეტერ ფიშერი ელჩი არ არის, მას პოზიცია აქვს, რომ ელჩის თანამდებობას იკავებდეს. ყველაფერს აკეთებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაინგრეს, როგორც ამას ამერიკის ყოფილი ელჩი აკეთებდა. ეს ყველაფერი ქართული საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. სამწუხაროდ, ისეთი საელჩო არსებობს, რომელიც არაფრად დაგიდევს საქართველოს, როგორც ქვეყანას. შეუძლებელია, ეს ადამიანი ვინმემ გულწრფელად ჩათვალოს, როცა 9 აპრილის მემორიალთან მიდის და იქაც რადიკალიზმს, ექსტრემიზმს ახალისებს და მხარს უჭერს. ამიტომ ვამბობთ, რომ ის ე.წ. ელჩია, რომელიც თანამდებობას ახლა იკავებს და ჩვენთან ყოფნის შემდეგ კარიერას დაასრულებს. სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს და, როგორც ჩანს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა სცემს პატივს. ისინი სირიაში მიღებულ საკადრო ცვლილებებს მომენტალურად ასახავენ და იმ ქვეყნის წარმომადგენლებს ეპატიჟებიან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, რაც მიუღებელია. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, რომ ქართველი ხალხის მიმართ სიყვარული, რასაც ასე მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობენ, გულშიც კი არ უდევთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას
Next: დავით ქართველიშვილი: საქართველოში “რუსოფობია” უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში და სანამ ეს ავადმყოფები ჩვენს გარშემო იმყოფებიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში მაქსიმალური ჰუმანურობით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.