Skip to content
14/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც პასუხისმგებლობაზე საუბრობთ და „საკუთარი თავით აგებთ პასუხს“, მათ შორის ამაზეც უნდა აგოთ, რომ გაჩუმებულები იყავით

მარშალ პრესი 08/04/2026
archil gorduladze

რაც არის დანაშაული ის უნდა იყოს გამოძიებული მაღალი სტანდარტით და ბოლომდე მიყვანილი, ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრს, სოფო ხორგუანს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.

არჩილ გორდულაძემ ძალადობის მიუღებლობასთან დაკავშირებით ასევე გაიხსენა წარსულში მომხდარი ფაქტი, როდესაც პარლამენტის წევრ ქალბატონს, არასრულწლოვან შვილებთან ერთად ოპოზიციის აქტივისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც რატომღაც არ ყოფილა მიუღებელი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის.

„რაც არის დანაშაული ის უნდა იყოს გამოძიებული მაღალი სტანდარტით და ბოლომდე მიყვანილი და აქ არის ერთი დიდი წერტილი, ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ქალბატონს თავს ესხმის ვინმე და ქალს შეურაცხყოფას აყენებს, ყველასთვის მიუღებელია, მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც უნდა იყოს მიუღებელი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალბატონს, საკუთარ შვილებთან ერთად შეურაცხყოფას აყენებს, კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს წესით და როდესაც პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ და საკუთარი თავით ვაგებთ პასუხსო ჩვენს სიტყვებზეო, მათ შორის ამაზეც უნდა ვაგოთ, რომ გაჩუმებულები ვიყავით. გაჩუმებულები,“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად
Next: თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.