Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად

მარშალ პრესი 08/04/2026
dimitri khundadze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმ მონაცემების არგანახლებას, რომლებშიც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია დასახელებული. „როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად,“ – განაცხადა დეპუტატმა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განზრახ ჩადენილ ქმედებაში დაადანაშაულა.

„ერთი და იმავე „შეცდომის“ დაშვება როდესაც ხდება, ეს შეცდომა არ არის, განზრახ ჩადენილი ქმედებაა. ასეთი დამოკიდებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე შავ ლაქად აისახება და ქართულ-გერმანულ ურთიერთობას ვერ დააზიანებს. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად და რა თქმა უნდა, ასეთი შიდა მოხმარებით სარგებლობს გერმანული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რაც სამწუხაროა,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: “შუა დერეფანი” გამოდის ლამაზი პრეზენტაციის ეტაპიდან და პრაქტიკულ ინსტრუმენტად გარდაიქმნება, სადაც “კასპია – აზერბაიჯანი – საქართველო – შავი ზღვა” ხდება არა არჩევანი, არამედ უალტერნატივო აუცილებლობა
Next: როდესაც პასუხისმგებლობაზე საუბრობთ და „საკუთარი თავით აგებთ პასუხს“, მათ შორის ამაზეც უნდა აგოთ, რომ გაჩუმებულები იყავით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.