Skip to content
17/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: სუს-ის გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები აღარ იყოს საჯარო, აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე

მარშალ პრესი 07/04/2026
nikoloz metreveli

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები აღარ იყოს საჯარო, აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, – წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, მსგავსი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში არსებობს უსაფრთხოების სფეროში მოქმედი მაღალჩინოსნების ზეწოლის, შანტაჟისა და ოპერატიული საქმიანობის დაზიანების თავიდან არიდების მიზნით.

“უსაფრთხოების სფეროში მოქმედი მაღალჩინოსნების ფინანსური და პერსონალური მონაცემების სრული გამჭვირვალობა ქმნის დამატებით რისკებს, მათ შორის ზეწოლის, შანტაჟისა და ოპერატიული საქმიანობის დაზიანების კუთხით. აქედან გამომდინარე, მსგავსი პრაქტიკა ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს.

სამწუხაროა, რომ აგენტებით სავსე ე.წ ქართული ოპოზიცია და NGO სექტორი ამ საკითხს მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით აფასებენ და უგულველყოფენ რეალურ საფრთხეებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ასეთი დამოკიდებულება ხელს არ უწყობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სინამდვილეში, სუს-ის ამ გადაწყვეტილების მიზანი ნამდვილად არ არის გამჭვირვალობის უარყოფა, არამედ მისი მიზანია გონივრული დაბალანსება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებთან.” – წერს მეტრეველი.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ძალიან გავლენიან, მძიმეწონიან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, “დიფ სთეითისა” და მათი აქაური აგენტურის მთელი ძალისხმევა მომართულია მის საწინააღმდეგოდ
Next: ,,სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.