Skip to content
07/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ძალიან გავლენიან, მძიმეწონიან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, “დიფ სთეითისა” და მათი აქაური აგენტურის მთელი ძალისხმევა მომართულია მის საწინააღმდეგოდ

მარშალ პრესი 07/04/2026
tengiz sharmanashvili

“ირაკლი კობახიძე ძალიან გავლენიან, ძალიან მძიმეწონიან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. მთელი ძალისხმევა დიფ სთეითისა და მათი აქაური აგენტურისა მომართულია მის საწინააღმდეგოდ. ყველა წარმოუდგენელი ცრუ ამბის გავრცელებას კადრულობენ კობახიძის წინააღმდეგ,” – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში.

შარმანაშვილი ეხმიანება ოპოზიციის მიერ ირაკლი კობახიძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, მათ უკან იდგა.
უმრავლესობის წევრის შეფასებით, ძნელი არ არის მიხვდე, რომ ირაკლი კობახიძე ძალიან ძლიერი ლიდერია, რომელიც გასაქანს არ აძლევს ოპონენტების უკანონობას და მის მოშორებას ამიტომაც ცდილობენ აქაური რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები.

“სიმართლე რა არის იცით? სიმართლე ის არის, რომ ირაკლი კობახიძე ძალიან გავლენიან, ძალიან მძიმეწონოსან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. დავასაბუთო? ახლავე. მთელი ძალისხმევა დიფ სთეითისა და მათი აქაური აგენტურისა მომართულია მის საწინააღმდეგოდ. ყველა წარმოუდგენელი ცრუ ამბის გავრცელებას კადრულობენ კობახიძის წინააღმდეგ. არადა, აქაური აგენტურის მთავარი ამოცანა ხელისუფლების რევოლუციური გზით, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით მოშორება არ არის? არც მალავენ. მაშინ სად არის ლოგიკა, როცა გადადგომისკენ მოუწოდებენ სუსტი პოზიციების გამო? შენ რა, გინდა, მთავრობის სუსტი ხელმძღვანელი გადადგეს და უფრო ძლიერი მოვიდეს რევოლუციისთვის დასაპირისპირებლად? ხომ სისულელეა? ძნელი არ არის მიხვდე, რომ ძალიან ძლიერი ლიდერია მთავრობისა და გასაქანს არ აძლევს მათ უკანონობებს. მის მოშორებას ამიტომაც ლამობენ აქაური რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები. ბებო როგორ გყავთ?” – წერს თენგიზ შარმანაშვილი.

Post navigation

Previous: ადამის დროიდან ვამბობდი, რომ ბატონი მერაბი მეტრეველი დაუბანელი ყ..ა-თქო – გიორგი გამსახურდია
Next: ნიკოლოზ მეტრეველი: სუს-ის გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები აღარ იყოს საჯარო, აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.