Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით

მარშალ პრესი 04/04/2026
irakli kobakhidze

მთლიანობაში, ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე არის 29%, დენი და შესაბამისი გაზი ერთად რომ ავიღოთ, ჩვენ 8 თვის განმავლობაში ვართ არსებითად დამოკიდებული იმპორტზე და ამ თვეების განმავლობაში დამოკიდებულება იმპორტზე უკვე აღწევს დაახლოებით 42%-ს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მდგომარეობა არ არის კარგი და იმპორტი მზარდია.

„იმპორტი მზარდია. რომ ავიღოთ ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო მაჩვენებელი, წლების წინ, 2016 წლამდე საშუალო მაჩვენებელი იყო 5%, ახლა არის გაზრდილი 10%-მდე, თუმცა თუ ამას დავამატებთ იმ გაზის იმპორტს, რომელიც დაკავშრებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, თბოსადგურს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. გვაქვს შესაბამისი რესურსები, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი ჰიდრორესურსებზე და ამ რესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება ექსპორტს, შესაძლებელია, ქვეყნიდან 7-ჯერ გაიზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი.

„ჩვენი ქვეყნიდან, ჯამურად რომ ავიღოთ დენი და შესაბამისი გაზი,  გადის წელიწადში 191 მილიონი დოლარი. ეს თანხა დარჩება ქვეყანაში და 7-ჯერ შეგვიძლია, გენერაციის სათანადოდ გაზრდის შემთხვევაში გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ბუნებრივია, ეს დადებითად აისახება ზოგადა ეკონომიკურ წინსვლაზე და ასევე იმპორტ-ექსპორტის ბალანსზე, სადაც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ
Next: დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.