Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ

მარშალ პრესი 04/04/2026
levan machavariani

ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციაში ერთმანეთს აიმედებენ, ერთმანეთს აგულიანებენ, ატყუებენ და საკუთარ თავებს იტყუებენ, თითქოს ახალი პლატფორმა გააკეთეს და ახლა ეს პლატფორმა გამოიყვანს მოქალაქეებს ქუჩაში.

„შეუძლებელია, რომ მათი აქცია იყოს წარმატებული. „ნაციონალურ მოძრაობას“ სიმბოლიზმი ოდითგანვე რომ ძალიან უყვარდა, ეს კარგად გვახსოვს და შესაბამისად, რაღაც თარიღებს ამთხვევენ ახლაც თავიანთ აქციებს. აბსოლუტურად განწირული იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევით ჩვენ ამ სიტყვებს არ ვიყენებთ, აბსოლუტურად განულებული და გამარგინალებულებია ეს უსამშობლოთა გაერთიანება. რამდენჯერ დაიშალნენ, რამდენჯერ გაერთიანდნენ, ერთმანეთს რა სიტყვებით ლანძღავენ, როგორ ვერ იტანენ ერთმანეთს. ახლაც გარედან დაავალეს, რომელიც სხვათა შორის, წამოსცდათ ბატონ სააკაშვილს, ბატონ გვარამიას. სულ რომ არ წამოსცდენოდათ, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა უკვე ყველაფერს ძალიან კარგად შიფრავს, მაგრამ მათ წამოსცდათ, რომ მორიგი დაჯგუფება გარე დავალებით იყო. აბსოლუტურად არაფრის რესურსი არ გააჩნიათ, ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ.

შტაბობანას თამაშს ჰგავს, ბავშვობაში რომ ვთამაშობდით ხოლმე. ერთმანეთს აიმედებენ, ერთმანეთს აგულიანებენ, ატყუებენ და საკუთარ თავებს იტყუებენ, თითქოს ახალი პლატფორმა გააკეთეს და ახლა ეს პლატფორმა გამოიყვანს მოქალაქეებს ქუჩაში. ეს შეუძლებელია. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. ნომერ პირველი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის მშვიდობის კიდევ უფრო განმტკიცება, რაც ჩვენი მონაპოვარია, ეკონომიკური განვითარება და ხელს ვერ შეგვიშლის, კიდევ გაერთიანდებიან თუ დაიშლებიან. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს“, – აღნიშნა მან.

Post navigation

Previous: თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ისტორიის შეფასება უკვე არის ძალიან მკაცრი, შენს პატიმრობას მთელი ერი სიხარულით შეხვდა, პატრიარქის გარდაცვალებას კი, მთელი საქართველო გლოვობს
Next: ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.