Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით

მარშალ პრესი 03/04/2026
kakha kaladze

„არ გინდათ, რომ გაიგოთ სიმართლე რა არის. პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სვამთ შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელეებზე უნდა გავცე პასუხი“- ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

საქმე უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს ეხება, რა დროსაც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი კანონის წინაშე აგებს პასუხს.

„მეორეჯერ გამოგიჭირეთ ტყუილში. რას ნიშნავს კონკურენციის გარეშე. სასადილოებთან დაკავშირებით ცხადდებოდა ინტერესთა გამოხატვა, ცხადდებოდა ტენდერი, სხვადასხვა კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას და ტენდერის სახით ხდებოდა გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა. მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, საკუთარ გადადგმულ ნაბიჯებზე როგორც წარსულში, აწმყოსა და მომავალში. 30 ათასამდე თანამშრომელი მუშაობს მუნიციპალიტეტში თავის გამგეობების ჩათვლით. თუ ვინმეს რამე დანაშაული აქვს, ან ჩაიდენს დანაშაულს, კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება. დღეს ისეთი მოცემულობაა, შეიძლება საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა. მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე და საკუთარ გადადგმულ ნაბიჯებზე როგორც წარსულში, აწმყოში და მომავალში.

დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. თქვენ მე პოლიტიკურად მებრძვით, ყველანაირ სიბინძურეს კადრულობთ. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი კითხვა უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც მე თქვენ არ გაძლევთ. ამიტომ, ძალიან ღიზიანდებით, გწყინთ ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის რეალობა. ყველანაირ სიბინძურეს კადრულობთ, სიმართლეს არ საუბრობთ, კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებით არ საუბრობთ კონკრეტულ საკითხებზე. არ გინდათ, რომ გაიგოთ სიმართლე რა არის. რაც თქვენთვის სასარგებლოა, პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სვამთ შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელეებზე უნდა გავცე პასუხი. თქვენ გინდათ, რომ მე და დედაქალაქის მერია ვიყოთ მუნიციპალიტეტი, ჩვენ ვიყოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო უწყება, გაიგეთ, ასე არ ხდება. ყველა უწყებას აქვს შესაბამისი მიმართულება, თავისი სფერო და ყველა ვალდებულია, იმოქმედოს თავისი ვალდებულებების ფარგლებში. არსებობს საგამოძიებო უწყებები, რომლებიც დღეს არიან მოწოდების სიმაღლეზე და შესაბამისად, თუკი ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს და ჩაიდენს, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება.“-განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს
Next: ჩვენი დიდი სურვილია, აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთოს, ეს მათი სურვილიც არის, დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინა ადმინისტრაციისგან დიდი ნეგატივი დარჩა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.