Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს

მარშალ პრესი 03/04/2026
kaxa kaladze

„შეკითხვაში იტყუებით. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა გაქვთ საზოგადოება მოატყუოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. თქვენ შეიძლება თქვენი „ბაბლი“ მოატყუოთ და ამყოფოთ სიცრუეში, მაგრამ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოთ ხალხი“- ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უფასო სასადილოების თაობაზე დასმული კითხვის შესახებ.

კალაძე უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტზე ამბობს, რომ დანაშაულში კონკრეტული კომპანიები გამოვლინდნენ და თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

„გამოვლინდნენ კონკრეტული კომპანიები, ვისაც აქვს დანაშაული. 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სისტემატურად ახორციელებენ სანიტარულ მიმართულებაზე შეფასებას, დათვალიერებას, რომ რაიმე პრობლემები არ იყოს აღნიშნული მიმართულებით. რაც შეეხება, პროდუქციის მიღება-ჩაბარებას, ბენეფიციართა აღრიცხვას, კონტროლს, ეს ყველაფერი ევალება კონტრაქტორ კომპანიას. ეს ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული. შესაბამისად, თუ გამგეობის თანამშრომლები დანაშაულში იყვნენ შემჩნეული, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა და მათ დააკავებდნენ. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს და გაირკვევა ყველაფერი“-აღნიშნა კალაძემ.

Post navigation

Previous: “შიგევროპული” ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან, კაცის მკვლელები და მწამებლები – უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ
Next: კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.